„უხილავ ფარდაში“ ოქროპირ რუხაძე უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ ციკლში გიამბობთ პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტზე, ჟანეტა არჩვაძეზე, რომელმაც ამავე უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი იურიდიული განხრით. ვსაუბრობთ "გაცვეთილ" თემებზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოში დაბრუნებაზე, პროფესიის არჩევაზე და საქართველოში და ყველგან აქტუალურ ძალადობაზე.