რუსეთში ოფიციალურად ჰეროინის მილიონ-ნახევარი მომხმარებელია. ჰეროინს ახლავს ალკოჰოლიზმის ტრადიციული პრობლემაც. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ფედერაციის მასშტაბით, საშუალო სიკვდილიანობა ათას კაცზე 15-ს უდრის, დაბალია შობადობაც, ქვეყანაში მამაკაცები ბევრად უფრო ცოტა ხანს ცხოვრობენ, ვიდრე ქალები. დემოგრაფიულ პრობლემას მთავრობამ დაუპირისპირა სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ ჰეროინის ტყვეობიდან რუსეთი ჯერ ვერ თავისუფლდება.
მაქსიმ მალიშევმა ჰეროინს თავი მიანება და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაება, რომელიც ნარკომანების დახმარებით არის დაკავებული. მალიშევის აზრით, ზღვაში წვეთია, რასაც ის აკეთებს მეგობრებთან ერთად, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ მუშაობა ღირს:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალურ ნარკოპოლიტიკას რადიკალურად ვერ შევცვლით, მაინც უნდა ვაკეთოთ ეს “.
27 წლისაა ასევე მოსკოველი იგორი, რომელიც გვარს არ გვიმხელს. მისი გაყინული მზერა, გამხდარი ფიგურა და ჩაცვენილი კბილები ცხადყოფს, რომ ის ნარკომანია. კარგად იცის, რა შეუძლია ჰეროინს, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენია ნარკოტიკისთვის თავის დანებება მოახერხოს. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, წამლის კეთება რომ დაიწყო. დედა 12 წლისას მოუკვდა. ქუჩამ სმა ასწავლა. დღეში ორ ბოთლ არაყს სვამდა და წამალსაც მიეჩვია.
„ყველა, ვინც იწყებს წამლის კეთებას, თავიდან ასე ამბობს: „მოვერევი, ვიცი ჩემი ამბავი, ვიცი, რა“. მეც ასე ვარ. 2001 წლიდან ვცდილობ და ახლა უკვე 2013-ია, თორმეტი წელიწადია ვეუბნები ჩემს თავს, მოვერევი, ვიცი ჩემი ამბავი-მეთქი“.
ვერმორევის ამ წლებში ქურდობა ისწავლა და ციხეში მოხვდა. სამი წელი იჯდა. მეგობრები დაკარგა. კანის დაავადება შეეყარა. არ მალავს, რომ ძალა არ შესწევს ქალთან დაწვეს. იგორი გულწრფელია, მხიარულიც კი, მაგრამ როცა იმას იხსენებს, როგორ აღმოჩნდა ამ ვითარებაში, ენა ებმება და სიტყვებს ვეღარ პოულობს:
„მე, იცი, როგორი ტიპი ვარ? სოციალური, რომელსაც შრომა უყვარს. მაგრამ მქონდა ეს მძიმე პერიოდი ცხოვრებაში, როცა რაღაც გაუგებარს ვეძებდი, გადარჩენას, შვებას ვეძებდი. ვერც კი აგიხსნი, რას. ჰოდა, აი, აქ ამოვყავი თავი, ამ საზიზღრობაში, ჩავვარდი ამ ჭაობში,“ სადაც ის, ასე ვთქვათ, ის მარტო არ არის.
რუსეთის ნარკომანიასთან მებრძოლი სამსახურის თანახმად, ამ ქვეყანაში ჰეროინის მილიონ-ნახევარი რეგისტრირებული მომხმარებელია. დამოუკიდებელ მეთვალყურეთა მონაცემებით, ეს რიცხვი ორჯერ დიდია. ამ ქვეყანაში წელიწადში ასი ათასი ნარკომანი კვდება. რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია ერთი ნემსის მოხმარება რამდენიმე პირის მიერ. ეს იწვევს იქ „ეიჩ-აი-ვი“ ეპიდემიას, რომელიც, აფრიკის სუბსაჰარული რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთში კვლავ გავრცელების ფაზაშია. ჰეროინის მოხმარების ზრდა და, საერთოდ, რუსეთში ამ ნარკოტიკის დიდი რაოდენობით შეტანა უდიდესი მწარმოებელი ქვეყნიდან, ავღანეთიდან, კრემლმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუქარად შეაფასა და ავღანეთში ნატოს სამხედროები დაადანაშაულა, რომ ისინი განაგებენ ჰეროინის წარმოებას. რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ისიც კი გამოაცხადა, რომ დასავლეთის ჯარის წასვლა ავღანეთიდან რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკების შეტანას გაზრდიდა. ამის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა ნაკლებად ცდილობს დაეხმაროს ნარკომანებს, იგორის მსგავს მოქალაქეებს. ამ ქვეყანაში არ არსებობს პროგრამა, რომელიც „ეიჩ-აი-ვის“ ვირუსის გავრცელებას შეუშლიდა ხელს, რუსეთში ნარკომანებს არა აქვთ ეგრეთ წოდებული ნემსის გამოცვლის ფუფუნება, ასევე არ მოქმედებს მეტადონის პროგრამა, რომელიც ჰეროინის მოხმარებისთვის თავის დანებების ეფექტიან გზად ითვლება არაერთ ქვეყანაში. ჰეროინზე დამოკიდებული პირები ხშირად ავადდებიან ჰეპატიტით, იმუნოდეფიციტური სინდრომით ან ტუბერკულოზით, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებებში მათ განსაკუთრებულად ცუდად ექცევიან. მაქსიმ მალიშევი, როგორც ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ნარკომანებს ეხმარება. ანდრეი რილკოვის ფონდის თანამშრომელი ამბობს, რომ რუსეთში ნარკომანები „ეშმაკის წრეში, არიან მოხვედრილი“:
„ამასთან, ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას. ამის მიზეზია, ჯერ ერთი, ის, რაც უკვე ვთქვი, - გამეფებული ნარკოფობია. საავადმყოფოში რომ მიდიან ხოლმე ესენი, ასე ეუბნებიან, შენ ნარკომანი ხარ, აქ საერთოდ რატომ მოხვედი, რაში გჭირდება მკურნალობა, მაინც მალე ჩაძაღლდებიო“.
მალიშევისა და მის მსგავს ფონდებს სახსრები არ ჰყოფნით. ამასთან, სახელმწიფო მათ საქმიანობას მტრულად უყურებს. ფონდი, სადაც მალიშევი მუშაობს, რუსეთში აკრძალული მეტადონის ლეგალიზებას ცდილობს. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც აღიარებს, რომ ეს ჰეროინისთვის თავის დანებების ეფექტიანი საშუალებაა. ფონდს შარშან მეტადონისთვის „პროპაგანდის“ გაწევის გამო უებ-საიტი დაუხურეს. ახლახან მალიშევი თავის მეგობრებთან ერთად მოსკოვში, მარინოში, სადაც ასოციალური საზოგადოების თავშეყრის ადგილია, როცა ნარკომანებს დახმარებას უწევდა, პოლიცია მივიდა და დაემუქრა, აქ აღარ მოხვიდეთ, თორემ დაგაპატიმრებთო. მალიშევმა, როგორც ითქვა, იცის, რომ ბევრს ვერაფერს შეცვლის სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ მაინც თავისას აკეთებს. თავის მხრივ, იგორმა იცის რამდენად გარიყულები არიან ნარკომანები. პოლიცია მას სისტემატურად აპატიმრებს, როგორც ნარკოტიკის მუდმივ მომხმარებელს. ძალიან იოლია მისთვის რამის დაბრალება და მცირე დანაშაულის აღიარების გამოძალვა. ამიტომ შეეცადა იგორი და სამუშაო იშოვა. მოსკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფირმაში, ის ავტობუსების შემკეთებლად მუშაობს:
„რომ არ ვმუშაობდე, სიმართლე გითხრა, ციხეში ვიქნებოდი. ნარკოტიკს ფული სჭირდება. თუ არ მუშაობ, ფულს ვერ იშოვი. ან უნდა იყაჩაღო, მოიპარო, ძარცვო, ანუ გაჰყვე ამ მრუდე გზას, რომელიც, ადრე თუ გვიან, ციხეში მიგიყვანს. უფრო ხშირად კი მალევე, რადგან დიდხანს ვერავინ ძლებს“.
მაქსიმ მალიშევმა ჰეროინს თავი მიანება და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაება, რომელიც ნარკომანების დახმარებით არის დაკავებული. მალიშევის აზრით, ზღვაში წვეთია, რასაც ის აკეთებს მეგობრებთან ერთად, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ მუშაობა ღირს:
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რასაც ვაკეთებ, უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალურ ნარკოპოლიტიკას რადიკალურად ვერ შევცვლით, მაინც უნდა ვაკეთოთ ეს “.
27 წლისაა ასევე მოსკოველი იგორი, რომელიც გვარს არ გვიმხელს. მისი გაყინული მზერა, გამხდარი ფიგურა და ჩაცვენილი კბილები ცხადყოფს, რომ ის ნარკომანია. კარგად იცის, რა შეუძლია ჰეროინს, მაგრამ ვერც კი წარმოუდგენია ნარკოტიკისთვის თავის დანებება მოახერხოს. ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, წამლის კეთება რომ დაიწყო. დედა 12 წლისას მოუკვდა. ქუჩამ სმა ასწავლა. დღეში ორ ბოთლ არაყს სვამდა და წამალსაც მიეჩვია.
„ყველა, ვინც იწყებს წამლის კეთებას, თავიდან ასე ამბობს: „მოვერევი, ვიცი ჩემი ამბავი, ვიცი, რა“. მეც ასე ვარ. 2001 წლიდან ვცდილობ და ახლა უკვე 2013-ია, თორმეტი წელიწადია ვეუბნები ჩემს თავს, მოვერევი, ვიცი ჩემი ამბავი-მეთქი“.
მე, იცი, როგორი ტიპი ვარ? სოციალური, რომელსაც შრომა უყვარს. მაგრამ მქონდა ეს მძიმე პერიოდი ცხოვრებაში, როცა რაღაც გაუგებარს ვეძებდი, გადარჩენას, შვებას ვეძებდი. ვერც კი აგიხსნი, რას. ჰოდა, აი, აქ ამოვყავი თავი, ამ საზიზღრობაში...იგორი
„მე, იცი, როგორი ტიპი ვარ? სოციალური, რომელსაც შრომა უყვარს. მაგრამ მქონდა ეს მძიმე პერიოდი ცხოვრებაში, როცა რაღაც გაუგებარს ვეძებდი, გადარჩენას, შვებას ვეძებდი. ვერც კი აგიხსნი, რას. ჰოდა, აი, აქ ამოვყავი თავი, ამ საზიზღრობაში, ჩავვარდი ამ ჭაობში,“ სადაც ის, ასე ვთქვათ, ის მარტო არ არის.
რუსეთის ნარკომანიასთან მებრძოლი სამსახურის თანახმად, ამ ქვეყანაში ჰეროინის მილიონ-ნახევარი რეგისტრირებული მომხმარებელია. დამოუკიდებელ მეთვალყურეთა მონაცემებით, ეს რიცხვი ორჯერ დიდია. ამ ქვეყანაში წელიწადში ასი ათასი ნარკომანი კვდება. რუსეთში ჩვეულებრივი ამბავია ერთი ნემსის მოხმარება რამდენიმე პირის მიერ. ეს იწვევს იქ „ეიჩ-აი-ვი“ ეპიდემიას, რომელიც, აფრიკის სუბსაჰარული რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთში კვლავ გავრცელების ფაზაშია. ჰეროინის მოხმარების ზრდა და, საერთოდ, რუსეთში ამ ნარკოტიკის დიდი რაოდენობით შეტანა უდიდესი მწარმოებელი ქვეყნიდან, ავღანეთიდან, კრემლმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუქარად შეაფასა და ავღანეთში ნატოს სამხედროები დაადანაშაულა, რომ ისინი განაგებენ ჰეროინის წარმოებას. რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ისიც კი გამოაცხადა, რომ დასავლეთის ჯარის წასვლა ავღანეთიდან რუსეთის ფედერაციაში ნარკოტიკების შეტანას გაზრდიდა. ამის მიუხედავად, რუსეთის მთავრობა ნაკლებად ცდილობს დაეხმაროს ნარკომანებს, იგორის მსგავს მოქალაქეებს. ამ ქვეყანაში არ არსებობს პროგრამა, რომელიც „ეიჩ-აი-ვის“ ვირუსის გავრცელებას შეუშლიდა ხელს, რუსეთში ნარკომანებს არა აქვთ ეგრეთ წოდებული ნემსის გამოცვლის ფუფუნება, ასევე არ მოქმედებს მეტადონის პროგრამა, რომელიც ჰეროინის მოხმარებისთვის თავის დანებების ეფექტიან გზად ითვლება არაერთ ქვეყანაში. ჰეროინზე დამოკიდებული პირები ხშირად ავადდებიან ჰეპატიტით, იმუნოდეფიციტური სინდრომით ან ტუბერკულოზით, მაგრამ სამკურნალო დაწესებულებებში მათ განსაკუთრებულად ცუდად ექცევიან. მაქსიმ მალიშევი, როგორც ითქვა, არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და ნარკომანებს ეხმარება. ანდრეი რილკოვის ფონდის თანამშრომელი ამბობს, რომ რუსეთში ნარკომანები „ეშმაკის წრეში, არიან მოხვედრილი“:
რომ არ ვმუშაობდე, სიმართლე გითხრა, ციხეში ვიქნებოდი. ნარკოტიკს ფული სჭირდება. თუ არ მუშაობ, ფულს ვერ იშოვი. ან უნდა იყაჩაღო, მოიპარო, ძარცვო...იგორი