გერმანიის ბევრ უნივერსიტეტში - ბერლინში, მიუნხენში, იენასა და აუგსბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში - სხვადასხვა სფეროში სწავლობენ საქართველოდან ჩასულები. ამ დღეებში მათი ნაწილი საქართველოში რუსეთის ჯარის ყოფნის, სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის პროვოკაციული მოქმედების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმის სურვილმა გააერთიანა.
მიუნხენში, ბავარიაში, აქცია უკვე ჩატარდა. ამ კვირის ბოლოს ბერლინშია დაგეგმილი გამოსვლა, ხოლო მას მოჰყვება კიოლნი. იმის გამო, რომ ეს აქციები სოციალური ქსელის დახმარებით იგეგმება, არ არის გამორიცხული მათი გეოგრაფიის გაფართოება. ამგვარი საპროტესტო გამოსვლებისთვის ფეისბუკში საგანგებოდ შექმნილი გვერდიდან, მაგალითად, შეიტყობთ, რომ პრაღაში სტუდენტებს ჯერ არ სცალიათ სწავლის გამო და ასეთ აქციას მომავალში გეგმავენ. რადგან მიუნხენი პირველი იყო, აქციის ორგანიზატორის სალომე სალაძის დახმარებით, გიამბობთ რა მოხდა ბავარიის დედაქალაქში. სალომე დიპლომიანია, მაგრამ სურს ახლა პოლიტიკა მიუნხენის უნივერსიტეტში ისწავლოს. ამჟამად გერმანულ ენაში ცოდნას იღრმავებს. მისი და მისი თანამოაზრეების სურვილი იყო აქცია რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინ გაემართათ, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს და ნებადართული აქცია იქვე, საკონსულოს მახლობლად, ოიროპლატცად წოდებულ პარკში მოაწყვეს. სამი დღის განმავლობაში ჰქონდა სალომე სალაძეს მიწერ-მოწერა მიუნხენელ ქართველებთან და, საბოლოოდ, 30 ადამიანის შეგროვება მოხერხდა. რიცხვი შეიძლება არ არის დიდი, მაგრამ სალომეს თქმით, სამი-ოთხი ადამიანიც საკმარისია იმისათვის, რომ „აზრი დაფიქსირდეს“ და მათ ყურამდე მივიდეს, ვისაც რაღაც შეუძლია შეცვალოს. სალომე სალაძე ამბობს, რომ შენიშნა, რუსეთის საკონსულოს მხრიდან, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული აქციის ადგილიდან, როგორ იღებდნენ ვიღაცები - სავარაუდოდ, საელჩოს პერსონალი - სურათებს. ერთია, რომ რუსეთისკენ იყო მიმართული აქცია, ხოლო მეორე, რომ ის საინფორმაციო დანიშნულებას ასრულებდა გერმანიის მოქალაქეებისათვის. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ასეთი აქციის მეშვეობით შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიაქცევინო იმ პრობლემაზე, რომელიც საქართველოშია, იმ იმპერიალისტურ მისწრაფებებზე, რომელიც რუსეთს აქვს. ერთი-ორ ლოზუნგს გითარგმნით: „რუსეთო, გაეთრიე საქართველოდან“, „შეაჩერეთ რუსეთი“, „რუსეთო, შეწყვიტე საქართველოს მცოცავი ანექსია“. შეიძლება თუ არა, რომ უცხოეთში მცხოვრები სტუდენტების ამგვარი აქტიურობა გავიგოთ როგორც რუსეთის ქმედების მიმართ საქართველოს მთავრობის არასაკმარის პროტესტზე რეაქცია? სალომე სალაძეს, როგორც გვითხრა, არ მოსწონს საქართველოს მთავრობა რომ „კონკრეტულ განცხადებებს არ აკეთებს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ უშუალოდ ეს აქცია არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის და რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქმედების გასამართლებლად ან გასამტყუნებლად გამართული“.
როგორც ზემოთაც გითხარით, მომავალ შაბათ-კვირას ბერლინსა და კიოლნში ანალოგიური შეკრებები ეწყობა. ფეისბუკის შესაბამის გვერდზე წაიკითხავთ:
„შაბათს ბერლინში... უბრალოდ, სტუდენტების პროტესტი კრემლისტურ იმპერიალიზმს დვანში, დიცსა და აძვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით... ასევე, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ... ყოველგვარი ურაპატრიოტული სულისკვეთების გარეშე“.
მისი ერთ-ერთი მონაწილეა თინათინ ერქვანია, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი, იურისტი, რომელიც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წერს სადოქტორო ნაშრომს. მისი თქმით, ბერლინის აქციის მონაწილეები არიან პოლიტიკურად ნეიტრალურნი და არ განეკუთვნებიან რომელიმე პარტიას ან სამთავრობო კოალიციას.
აქცია ტარდება ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან, უნტერ დენ ლინდენზე, ბრანდენბურგის ჭიშკართან. აქციის გამართვის უფლება ოფიციალურად აქვთ მიღებული მონაწილეებს. ჩვენი თანამოსაუბრის თანახმად, აქციის მიზანია ბერლინის საზოგადოების ყურადღება მიმართოს იმ ამბისკენ, რაც დვანში, დიცსა და აძვში ხდება, გააგებინოს მას როგორ ავლებენ მავთულხლართებს ქართული სოფლების გასწვრივ და სხვ. აქციის მიზანია აგრეთვე მიმართოს კრემლს მოწოდებით, შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მოთხოვნები და, საერთოდ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. აქციის მიზანი სწორი ინფორმაციის გავრცელებაა ამ „დეზინფორმაციულ ქაოსში“, ამბობს თინა ერქვანია, რომელსაც, როგორც დოქტორანტს, იურისტს და მკვლევარს, მიაჩნია, რომ საქართველოს წაგებული აქვს საინფორმაციო ომი რუსეთთან, რის დასტურსაც ხშირად პოულობს კვლევის პროცესში.
თინა ერქვანიას აზრით, რუსეთის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, პრობლემას ის ხედავს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტის კონტექსტში - აშკარაა, რომ, სამიტის მოახლოებასთან ერთად, ძლიერდება ზეწოლა კრემლიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებზე. თინა ერქვანიას არ აქვს იმის ილუზია, რომ შაბათს ბერლინში გამართული აქციის შედეგად ,,ან რუსეთი შეიცვლის პოზიციას, ან გერმანელები უცბად შეიტყობენ სიმართლეს. მთავარია „არ ვიყოთ ინერტულები. მაგრამ აქტივობა არაა თვითმიზანი. ის აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, აქციით არაფერი შეიცვლება. აუცილებელია იმიტომ, რომ უმოქმედობა კიდევ უფრო გააღრმავებს სტაგნაციის ხარისხს, რომელიც ასე მძაფრად იგრძნობა ქართულ საზოგადოებაში. ამ ელემენტარული ჟესტით რაღაცის შეცვლა მაინც შეიძლება. საკუთარი თავის წინაშე მაინც ვიქნებით მართლებიო“, გვითხრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტმა თინათინ
ერქვანიამ.
ახლა კი ბერლინიდან გადავიდეთ კიოლნში, სადაც აქცია უკვე კვირას არა რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან, არამედ უცნობილესი კიოლნის ტაძრის წინ, ქალაქის ერთ-ერთ ცეტრალურ მოედანზე მოეწყობა. მისი ორგანიზატორია მიხეილ სარჯველაძე, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რომელიც საქართველოს მიმართ გერმანიის უწინდელ და ახლანდელ პოლიტიკაზე მუშაობს. მისი თქმით, აქციის მოწყობის იდეა სპონტანურად წარმოიშვა. ქართველ სტუდენტებს უძლურების გრძნობა გვაქვს, როცა ვართ საზღვარგარეთ და არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია იმაზე, რაც ხდება, - როცა ოკუპანტი სახელმწიფო საზღვარს თვითნებურად სწევს და როცა მთელი მსოფლიო ამ ყველაფერს ხედავსო. არ გვინდოდაო, განაგრძობს მიხეილ სარჯველაძე, ხელი ჩაგვექნია და გვეთქვა, რა მნიშვნელობა აქვს აქციებს, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც სურსო. მინიმუმი მაინც გვინდოდა გაგვეკეთებინა იმისა, რაც შეგვიძლიაო. თანამოსაუბრე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იდეა ზოგადად არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს არ გამოხატავს და რომ სტუდენტებს, უბრალოდ, სურთ, თავისუფალი პროტესტი დააფიქსირონ ოკუპაციის წინააღმდეგ.
კიოლნის ტაძრის წინ ასეთი აქციის გამართვა საჭიროებს ნებართვას, რომელიც მონაწილეებმა მოიპოვეს, თუმცა, არ აქვთ ჯერჯერობით რეგისტრირებული ორგანიზაცია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ გვითხრა, სულ მალე გაფორმდება ქართველი სტუდენტების გაერთიანება. როგორ მოხდა ორგანიზება აქციისა, რომელიც ნებადართულია და რომელიც მართლაც ერთობ ხალხმრავალ ადგილას იმართება?
სანამ ამ აქციის გერმანელ მონაწილეს მოვუსმენდეთ, მინდა გითხრათ, რომ კიოლნის აქციის მონაწილეებმა შეიძლება მიმართვა გაუგზავნონ რუსეთს ფედერაციის წარმომადგენლობას. კიოლნის აქციაზე მისვლას აპირებს იული მიოშენი, ამჟამად იურისპრუდენციის ფაკულტეტის სტუდენტი, განათლებით ხელოვანი, რომელმაც გვითხრა, მე ჩემს თავს უცხოს ვერ ვუწოდებ, რადგან ქართველებთან ვმეგობრობ და ბევრი ვიცი მათი ქვეყნის ისტორიასა და დღევანდელ ვითარებაზეო:
„შესაბამისად, ემოციურად დაკავშირებული ვარ მათთან. თავს უცხოს იმიტომაც ვერ ვუწოდებ, რომ საქართველო, საბოლოო ჯამში, ევროპის საზღვარზეა და როგორც ევროპელმა, ამას წავუყრუო, შეცდომა იქნება, მით უმეტეს, გერმანელმა, რომელიც წარსულში გაყოფილ ქვეყანაში ცხოვრობდა. ასე რომ, ჩემთვის გასაგებია ეს პრობლემატიკა, თუმცა მას სხვა წინა ისტორია ჰქონდა“.
იული მიოშენისთვისაც უმნიშვნელოვანესია ამ აქციის ამოცანა, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს საქართველოზე, იმაზე, თუ რა პოლიტიკას ეწევა ამ პატარა ქვეყნის მიმართ დიდი რუსეთი. საქართველოს გერმანელი გულშემატკივარი იმასაც ამბობს, რომ რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ჰყავდეს თავისი რუპორი, და არა ერთი, თუმცა ჩვენი თანამოსაუბრე ბოლო ხანებში ძვრას ხედავს გერმანულ მედიაში, სადაც უკრაინაზე რუსეთის ზეწოლის შესახებ იწერებოდა. ამის მიუხედავად, გერმანიისა და სხვა დიდი ქვეყნების რუსეთთან ეკონომიკური კავშირები საქართველოს სასარგებლოდ განწყობის შექმნას ვერ უწყობს ხელს. რაც შეეხება მავთულხლართებს, მათ აღმართვას, იული მიოშენი ამბობს, თავიდან ვერც კი ვხვდებოდი, რა იყო პრობლემა, მეგონა, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იყო ლაპარაკი, მერე კი შევიტყვე, რომ ეს საქართველოს შიგნით მდებარე არეალს ეხება და ესეც არა მხოლოდ სიმბოლური პრობლემაა, არამედ უშუალოდ ადამიანებს უკავშირდებაო:
„მეორე მხრივ კი, მართლაც უნდა გადაასახლონ ადამიანები, რაც არა მხოლოდ, უბრალოდ, სიმბოლური აქტია, არამედ ადამიანებისთვის ძლიერად იცვლება რეალობა. მე ძალაუფლებისთვის სიმბოლურ ბრძოლასთან მეგონა გვქონდა საქმე და არ იყო ცხადი, რომ, მაგალითად, სასაფლაოზე ვეღარ გადიან. ეს რეალობა გაცნობიერებული არ მქონდა, რა ხდებოდა რეალურად, არ ვიცოდი, არ ვადევნებდი თვალყურს პრესას და ასე შემდეგ. ქართველებთან ურთიერთობის შედეგად შევიტყვე, რომ ეს მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლა არაა. ამდენად, მივეკუთვნები გერმანელთა უმცირესობას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს იმ არეალში ცხოვრება“.
იული მიოშენის აზრით, აქცია არამხოლოდ სიმბოლური აქტია. ის უნდა იქნეს გამოყენებული საგანმანათლებლო მიზნით და გერმანელებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რამდენადაც ქართველებმა კარგად უწყიან, რა ხდება. და ეს სრულებითაც არ არის ძნელი. მხოლოდ საინფორმაციო ბროშურების დარიგება და იმ ხალხთან საუბარია საჭირო, ვინც იმ მომენტში იქ იქნება.
მიუნხენში, ბავარიაში, აქცია უკვე ჩატარდა. ამ კვირის ბოლოს ბერლინშია დაგეგმილი გამოსვლა, ხოლო მას მოჰყვება კიოლნი. იმის გამო, რომ ეს აქციები სოციალური ქსელის დახმარებით იგეგმება, არ არის გამორიცხული მათი გეოგრაფიის გაფართოება. ამგვარი საპროტესტო გამოსვლებისთვის ფეისბუკში საგანგებოდ შექმნილი გვერდიდან, მაგალითად, შეიტყობთ, რომ პრაღაში სტუდენტებს ჯერ არ სცალიათ სწავლის გამო და ასეთ აქციას მომავალში გეგმავენ. რადგან მიუნხენი პირველი იყო, აქციის ორგანიზატორის სალომე სალაძის დახმარებით, გიამბობთ რა მოხდა ბავარიის დედაქალაქში. სალომე დიპლომიანია, მაგრამ სურს ახლა პოლიტიკა მიუნხენის უნივერსიტეტში ისწავლოს. ამჟამად გერმანულ ენაში ცოდნას იღრმავებს. მისი და მისი თანამოაზრეების სურვილი იყო აქცია რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინ გაემართათ, მაგრამ ამაზე უარი მიიღეს და ნებადართული აქცია იქვე, საკონსულოს მახლობლად, ოიროპლატცად წოდებულ პარკში მოაწყვეს. სამი დღის განმავლობაში ჰქონდა სალომე სალაძეს მიწერ-მოწერა მიუნხენელ ქართველებთან და, საბოლოოდ, 30 ადამიანის შეგროვება მოხერხდა. რიცხვი შეიძლება არ არის დიდი, მაგრამ სალომეს თქმით, სამი-ოთხი ადამიანიც საკმარისია იმისათვის, რომ „აზრი დაფიქსირდეს“ და მათ ყურამდე მივიდეს, ვისაც რაღაც შეუძლია შეცვალოს. სალომე სალაძე ამბობს, რომ შენიშნა, რუსეთის საკონსულოს მხრიდან, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული აქციის ადგილიდან, როგორ იღებდნენ ვიღაცები - სავარაუდოდ, საელჩოს პერსონალი - სურათებს. ერთია, რომ რუსეთისკენ იყო მიმართული აქცია, ხოლო მეორე, რომ ის საინფორმაციო დანიშნულებას ასრულებდა გერმანიის მოქალაქეებისათვის. ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ასეთი აქციის მეშვეობით შეიძლება საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიაქცევინო იმ პრობლემაზე, რომელიც საქართველოშია, იმ იმპერიალისტურ მისწრაფებებზე, რომელიც რუსეთს აქვს. ერთი-ორ ლოზუნგს გითარგმნით: „რუსეთო, გაეთრიე საქართველოდან“, „შეაჩერეთ რუსეთი“, „რუსეთო, შეწყვიტე საქართველოს მცოცავი ანექსია“. შეიძლება თუ არა, რომ უცხოეთში მცხოვრები სტუდენტების ამგვარი აქტიურობა გავიგოთ როგორც რუსეთის ქმედების მიმართ საქართველოს მთავრობის არასაკმარის პროტესტზე რეაქცია? სალომე სალაძეს, როგორც გვითხრა, არ მოსწონს საქართველოს მთავრობა რომ „კონკრეტულ განცხადებებს არ აკეთებს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს. მაგრამ უშუალოდ ეს აქცია არ ყოფილა პოლიტიკური ხასიათის და რომელიმე პოლიტიკური პარტიის ქმედების გასამართლებლად ან გასამტყუნებლად გამართული“.
როგორც ზემოთაც გითხარით, მომავალ შაბათ-კვირას ბერლინსა და კიოლნში ანალოგიური შეკრებები ეწყობა. ფეისბუკის შესაბამის გვერდზე წაიკითხავთ:
„შაბათს ბერლინში... უბრალოდ, სტუდენტების პროტესტი კრემლისტურ იმპერიალიზმს დვანში, დიცსა და აძვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით... ასევე, სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ... ყოველგვარი ურაპატრიოტული სულისკვეთების გარეშე“.
მისი ერთ-ერთი მონაწილეა თინათინ ერქვანია, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი, იურისტი, რომელიც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში წერს სადოქტორო ნაშრომს. მისი თქმით, ბერლინის აქციის მონაწილეები არიან პოლიტიკურად ნეიტრალურნი და არ განეკუთვნებიან რომელიმე პარტიას ან სამთავრობო კოალიციას.
აქცია ტარდება ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან, უნტერ დენ ლინდენზე, ბრანდენბურგის ჭიშკართან. აქციის გამართვის უფლება ოფიციალურად აქვთ მიღებული მონაწილეებს. ჩვენი თანამოსაუბრის თანახმად, აქციის მიზანია ბერლინის საზოგადოების ყურადღება მიმართოს იმ ამბისკენ, რაც დვანში, დიცსა და აძვში ხდება, გააგებინოს მას როგორ ავლებენ მავთულხლართებს ქართული სოფლების გასწვრივ და სხვ. აქციის მიზანია აგრეთვე მიმართოს კრემლს მოწოდებით, შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მოთხოვნები და, საერთოდ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. აქციის მიზანი სწორი ინფორმაციის გავრცელებაა ამ „დეზინფორმაციულ ქაოსში“, ამბობს თინა ერქვანია, რომელსაც, როგორც დოქტორანტს, იურისტს და მკვლევარს, მიაჩნია, რომ საქართველოს წაგებული აქვს საინფორმაციო ომი რუსეთთან, რის დასტურსაც ხშირად პოულობს კვლევის პროცესში.
თინა ერქვანიას აზრით, რუსეთის პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის, პრობლემას ის ხედავს ევროკავშირის ვილნიუსის სამიტის კონტექსტში - აშკარაა, რომ, სამიტის მოახლოებასთან ერთად, ძლიერდება ზეწოლა კრემლიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მონაწილეებზე. თინა ერქვანიას არ აქვს იმის ილუზია, რომ შაბათს ბერლინში გამართული აქციის შედეგად ,,ან რუსეთი შეიცვლის პოზიციას, ან გერმანელები უცბად შეიტყობენ სიმართლეს. მთავარია „არ ვიყოთ ინერტულები. მაგრამ აქტივობა არაა თვითმიზანი. ის აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, აქციით არაფერი შეიცვლება. აუცილებელია იმიტომ, რომ უმოქმედობა კიდევ უფრო გააღრმავებს სტაგნაციის ხარისხს, რომელიც ასე მძაფრად იგრძნობა ქართულ საზოგადოებაში. ამ ელემენტარული ჟესტით რაღაცის შეცვლა მაინც შეიძლება. საკუთარი თავის წინაშე მაინც ვიქნებით მართლებიო“, გვითხრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტმა თინათინ
ერქვანიამ.
შესაბამისად, ემოციურად დაკავშირებული ვარ მათთან. თავს უცხოს იმიტომაც ვერ ვუწოდებ, რომ საქართველო, საბოლოო ჯამში, ევროპის საზღვარზეა და როგორც ევროპელმა, ამას წავუყრუო, შეცდომა იქნება, მით უმეტეს, გერმანელმა, რომელიც წარსულში გაყოფილ ქვეყანაში ცხოვრობდა...იული მიოშენი