Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიკური ჯანმრთელობა - ძველი, გადაუჭრელი პრობლემა


ირინა ობოლაძე
ირინა ობოლაძე

6 ოქტომბერს თბილისში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული გაიხსნა, 10 ოქტომბერს კი მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე აღინიშნება. 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული გეგმა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამ სფეროშო დღემდე არაერთი პრობლემა რჩება გადაუჭრელი.რა სჭირდებათ ფსიქიკური დარღვევების მქონე ადამიანებს საქართველოში; არსებობს თუ არა მათთვის სივრცე, სადაც მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებენ; რა ბედი ელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და როდის გვექნება გამართული სათემო სერვისები; როგორია ამ პროცესში სახალხო დამცველის როლი - ამ და სხვა საკითხებზე რადიო თავისუფლება სახალხო დამცველის ოფისის შშმ პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ირინა ობოლაძეს გაესაუბრა.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG