Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ასათიანის ინტერVIEW თამთა მიქელაძესთან


სალომე ასათიანის ინტერVIEW თამთა მიქელაძესთან
please wait

No media source currently available

0:00 0:35:31 0:00

სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გადაცემული „25 მილიონი“, „ჯიპები“, „მიწები“ − როგორც ცალკეული ფაქტები − უკვე კარგა ხანია, ისმის საჯარო თუ კერძო დისკუსიებში. მთლიანობაში ეს ფაქტები მეტად შთამბეჭდავ სურათს ქმნის: 2002-2015 წლებში სახელმწიფომ ეკლესიას პირდაპირი სუბსიდირების სახით გადასცა 211 მილიონ ლარზე მეტი, რასაც ემატება უძრავი ქონება და მრავალგვარი სხვა შეღავათები. გამოკვლევების თანახმად, საქართველოს ეკლესიის კუთვნილი მიწის საერთო ფართობი 36-ჯერ აღემატება ვატიკანის ტერიტორიას. როგორია სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების მოდელი, რომელსაც ეკლესიის დაფინანსების ეს ფორმა ამკვიდრებს? არის თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და, თუ არის, როდის და რატომ იქცა ასეთად? რა პოზიციაზე დგას და რა პოლიტიკას ატარებს საპატრიარქო მასობრივ სიღარიბესთან, სოციალურ უსამართლობასთან თუ ჩაგვრასთან მიმართებით? რამდენად გამოიწვია პოლიტიკური ლიდერებით იმედგაცრუებამ საზოგადოებაში ეკლესიის როლისა თუ გავლენის გაზრდა? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება თავის სტუმარს, თამთა მიქელაძეს − იურისტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორს.

XS
SM
MD
LG