7 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ სტუმარი იყო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. მან ილაპარაკა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის მიზეზებზე და რეკომენდაციებზე, რომლებსაც ორგანიზაცია ტარიფის მატების თავიდან აცილებისთვის სთავაზობს მთავრობას.