დღეს ვისარგებლებ ბლოგის უპირატესობით და პოლიტიკური სპექტრის ისეთ დაყოფას შემოგთავაზებთ, როგორიც ტერმინოლოგიურად მხოლოდ ბლოგშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, იმედი მაქვს, სურათი მკაფიო და ზუსტი გამოვა.
ეს სურათი ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკის აწმყოც და უახლოესი მომავალიც მიხეილ სააკაშვილზეა აწყობილი: ან პირადად მის ყოფნაზე პოლიტიკაში, ან მის მემკვიდრედ ყოფნაზე, ან მისი მემკვიდრეობის სრულ თუ ნაწილობრივ უარყოფაზე.
პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც შემოდგომაზე პარლამენტში მოხვედრას გეგმავს, სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ საკუთარი ნიშა, საკუთარი შეთავაზება აქვს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.
როგორც არაპირდაპირ უკვე ვთქვი, ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის არსებითი ნაწილი ოთხ ნიშაშია განთავსებული.
პირველი ნიშა უჭირავს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამომრჩეველს 2004 წლიდან მომდინარე საშინაო და საგარეო კურსის გაგრძელებას სთავაზობს. თუმცა, მმართველ პარტიას აქვს ორი ქვენიშა, შეთავაზების ორგვარი რესურსი, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის: პირველი - „საკუთრივ მიშა“ და მეორე - „გაუმჯობესებული მიშა“. პირველი შეთავაზება აბსოლუტურად მკაფიოა პიროვნული კუთხით, მაგრამ დამაბნეველია საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით; რადგან ახალი ვადით ქვეყნის პირველ პირად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა ვერაფრით თავსდება პროდასავლურ ვექტორზე. მეორე შეთავაზება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს პროდასავლურ (პროამერიკულ) საგარეო ორიენტაციას, თუმცა, არ არის გამოკვეთილი პიროვნებების კუთხით. თავად ტერმინი „გაუმჯობესებული მიშა“ თბილისის მერს - გიგი უგულავას - ეკუთვნის. ამ ნიშაში შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი (ბოკერია, მერაბიშვილი, უგულავა...), რომელიც მოინდომებს და შეძლებს, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ესე იგი (სახეცვლილი) პარტიის ახალი ლიდერი.
მეორე ნიშა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის. ამ პარტიის - როგორც ნაციონალური მოძრაობის კონსტრუქციული ოპოზიციის - შეთავაზება ერთი ერთზე ემთხვევა „გაუმჯობესებულ მიშას“, პროდასავლური (პროამერიკული) ვექტორის შენარჩუნებით და სააკაშვილის მემკვიდრეობის ლეგიტიმაციით. შესაბამისად, გიორგი თარგამაძე ხდება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი სხვა ლიდერის - ბოკერიას, მერაბიშვილის, უგულავას... - პირდაპირი პოლიტიკური კონკურენტი. „გაუმჯობესებული მიშა“ ერთადერთი ნიშაა, რომელშიც რეალური და ბუნებრივი კონკურენცია არსებობს.
მესამე ნიშას იკავებს კოალიცია „ქართული ოცნება“ - მესიჯით „არამიშა“. ეს მესიჯი გულისხმობს არსებითად უარის თქმას სააკაშვილის მემკვიდრეობაზე, მაგრამ პროდასავლური (პროამერიკული) საგარეო ვექტორის შენარჩუნებას (იხ. ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამასადმი, რომელიც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“. „არამიშა“ ნიშნავს ქვეყნის გადაყვანას ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ რელსებზე, ოღონდ, იმ პოზიტიურის შენარჩუნებას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა რვა წლის განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ „არამიშა“ არ ნიშნავს სააკაშვილის მემკვიდრეობის 100%-ით უარყოფას, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ, ნაციონალური მოძრაობის ხლეჩის შემთხვევაში, შესაძლოა, სააკაშვილის გარემოცვის გავლენიანი წევრები ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ეს ხმები, სულ მცირე, იმას ადასტურებს, რომ ხალხის წარმოდგენაში ივანიშვილს შეუძლია, თავის გუნდში მიიღოს მერაბიშვილიც, ბოკერიაც, ადეიშვილიც და დღევანდელი ხელისუფლების სხვა გავლენიანი პირებიც.
მეოთხე ნიშას იკავებენ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა. ამ ნიშის მთავარი მესიჯია „ანტიმიშა“, რაც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობის სრულ უარყოფას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პოლიტიკური პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტს შექმნიან (ალბათ, ასეც მოხდება), მეოთხე ნიშაში კონკურენცია გამოირიცხება. თუ ერთ სუბიექტად გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაშინ მეოთხე ნიშაში ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. რაკი, ჩემი აზრით, ბურჯანაძე ამას არ დაუშვებს, მას ისღა რჩება, თავად გახდეს ახალი „ანტიმიშური“ კოალიციის ლიდერი.
სხვა ნიშას საპარლამენტო არჩევნებისთვის მე ვერ ვხედავ. შესაბამისად, საქართველოს ამომრჩეველს საშუალება ეძლევა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი პოლიტიკური გემოვნება შემდეგ შეთავაზებებს შეუსაბამოს:
1. თუ მისთვის ძვირფასია მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი - მიუხედავად მისი საგარეო ორიენტაციისა, რაც ადეკვატურად აისახება საშინაო პოლიტიკაზე - ირჩევს ნაციონალურ მოძრაობას.
2. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი და მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა, ოღონდ, გაუმჯობესებული შინაარსით - ირჩევს სახეცვლილ ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას შორის ერთ-ერთს.
3. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი, ოღონდ, არსებითად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი - ირჩევს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
4. თუ მისთვის მიუღებელია პროდასავლური საგარეო ვექტორიც და მიხეილ სააკაშვილიც, ირჩევს ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას.
აქვე გავიხსენებ ჟურნალ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატიას „მოჯადოებული წრე“, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, დაიკავოს „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშა, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი კონკურენციაში უნდა შევიდეს სახეცვლილი ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან (და დატოვოს ნიშა, რომელიც ყოველგვარი ალტერნატივისა და კონკურენციის გარეშე უკავია).
ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ დოკუმენტურად რომ დავადასტურო, გთავაზობთ ორ ციტატას სტატიიდან: „ლოგიკური იქნებოდა, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მიერ დაწყებული გზის გაგრძელება და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეეთავაზებინა.“ აქვე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ „ბრძოლა დღესვე!“-სტრატეგიას ელექტორატის მხოლოდ ერთი მეოთხედი ემხრობა, ხოლო ამომრჩეველთა დანარჩენი სეგმენტი „არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს“.
საყურადღებოა, რომ პირველ ციტატაში საუბარია არა მაინცდამაინც ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ, „ახალ პოლიტიკურ ფიგურაზე“, რაც „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში ადგილს ნაციონალურ მოძრაობასაც უტოვებს და ოპოზიციურ პარტიებსაც.
აქვე გავიხსენებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის სოსო გალუმაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ, ზოგიერთ სხვა პარტიასთან ერთად, ქრისტიან-დემოკრატებმა „ახალ პოლიტიკურ რეალობაში თავიანთი ნიშა ჯერ ვერ იპოვეს“. ჩემი აზრით, გიორგი თარგამაძეს აქვს მყარი ნიშა, მაგრამ, შესაძლოა, ციტატის ავტორი გულისხმობს, რომ „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში გიორგი თარგამაძე კონკურენციას ვერ გაუწევს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს. ამ პროგნოზს არც ერთი გამოკვლევის შედეგი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგან გამოკვლევებში, ჯერჯერობით, კონკრეტული ლიდერების გვარების ნაცვლად, შავით თეთრზე წერია: „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“.
ჩემი აზრით, დღეს ნაციონალურ მოძრაობას ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი პრობლემა არის ლიდერი, რომელსაც ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი არ სურს პოლიტიკიდან წასვლა; მეორე პრობლემა არის რეფორმირებული კონსტიტუცია, რომელიც მთელ ძალაუფლებას ერთი პირის - პრემიერ-მინისტრის - ხელში აქცევს და სხვა მსურველებს ძალაუფლების ვერტიკალზე ღირსეულ ადგილს აღარ უტოვებს. ასე რომ, „საკუთრივ მიშას“ ნიშაში ზედმეტი სიხალვათეა, „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში კი მეტისმეტი სიმჭიდროვე და კონკურენციაა. ამიტომ, იმ ერთიან ნიშაში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იკავებს, შინაგანი წონასწორობა უკვე დარღვეულია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი აზრით, პოლიტიკური სივრცე უპრეცედენტოდ მკაფიოდ დაიყოფა და, „პატიოსანი მსაჯობის“ პირობებში, ასევე მკაფიოდ დადასტურდება, რა სურს საქართველოს მოსახლეობას - „საკუთრივ მიშა“, „გაუმჯობესებული მიშა“, „არამიშა“ თუ „ანტიმიშა“.
თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველო, არსებითად, ჯერ კიდევ მიშას ნიშად რჩება და უახლოესი პერიოდის ამოცანაც, ალბათ, ეს არის - ამ გაპიროვნებული, შეზღუდული ნიშისგან თავის დაღწევა.