მინდობით აღზრდა - ხარვეზები და რეკომენდაციები
გასულ კვირაში სახალხო დამცველმა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა. დღეს „გენდერულ ამბებში“ მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ვისაუბრებთ და იმ ხარვეზებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა. გადაცემის სტუმრები არიან სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსი სპეციალისტი მარიამ ბოჭორიშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.