საზოგადოების ცოდნა და დამოკიდებულება ლგბტ ჯგუფის მიმართ
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. რა ცოდნას ფლობს საზოგადოება ლგბტ თემისა და მათი უფლებების შესახებ, რა მითები და სტერეოტიპები უკავშირდება და რა გავლენებით მყარდება საზოგადოების წარმოდგენები? ამ და სხვა საკითხებს მოიცავს კვლევა, რომელიც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ მომზადდა. გამოკვლევის სახელწოდებაა „წინასწარგანწყობიდან თანასწორობამდე: საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“. კვლევის ანგარიშზე გადაცემაში „გენდერული ამბები“ საუბრობს გადაცემის სტუმარი ეკა აღდგომელაშვილი, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.