თითქმის ორი თვეა, „ჰაჩიკო“ ყოველდღე ათობით კილომეტრს სირბილით ფარავს. ვიდეო, რომელზედაც მორბენალი ძაღლის კადრებია ასახული, სოციალურ ქსელში 6 მარტს გავრცელდა. როგორც გაირკვა, მას ხშირად შეხვდებით #54, #14, #15 ავტობუსებს ადევნებულს. მისი ერთ-ერთი მარშრუტი ქავთარაძის ბოლოდან იწყება და დიდ დიღომში სრულდება. დიდი დიღმის მცხოვრებნი „ჰაჩიკოს“ კარგად იცნობენ. ეს სახელიც მათ შეარქვეს. "ჰაჩიკოზე" ამბობენ, რომ ის დიდი დიღმის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მცველია. ზოგიც ფიქრობს, რომ „ჰაჩიკო“ მიატოვეს და პატრონს ეძებს. გასული საუკუნის 20-30-იან წლებში, იაპონიაში ცხოვრობდა ძაღლი ჰაჩიკო, რომელიც პატრონის სიკვდილის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში, ყოველ საღამოს მატარებლის გაჩერებაზე ელოდა მას. ჰაჩიკოს ძეგლი ტოკიოში დგას.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1