მშვიდობის საერთაშორისო დღე – 21 სექტემბერი, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჯერ კიდევ 1981 წელს დააარსა, წელს რამდენიმე მშვიდობიანი აქციით საქართველომაც აღნიშნა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „ადამიანის უფლებათა სახლის“ ორგანიზებით, 21 საჰაერო ბურთი აფხაზური, ქართული და ოსური წარწერებით ცაში გაუშვეს. ”გამარჯობა”, ”მე თქვენ მიყვარხართ”, ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, ”ბოდიში” – ეს სიტყვები ეწერა ფერად ფურცლებზე, რომელთა ადრესატები აფხაზი, ოსი და ქართველი ხალხები იყვნენ.
აფხაზური და ოსური ფრაზების წაკითხვა, ენის არცოდნის გამო, მშვიდობის დღის აღსანიშნავი აქციის მონაწილეებს ცოტა უჭირდათ, მაგრამ მათ ზუსტად იცოდნენ, დედით ოსი ნინო ტლაშაძის მსგავსად, საჰაერო ბურთებით რომელ გზავნილს აუშვებდნენ ცაში:
”მე ოსურ სიტყვას ავირჩევ, იმიტომ რომ დედა მყავს ოსი და ბევრი ნათესავი და ახლობელი წლებია, აღარ მინახავს კონფლიქტის შემდეგ. აი, ეს სიტყვაც – „ბაირაი“, რაც ქართულად „გამარჯობას“ ნიშნავს. მინდა, რომ ყველას მივესალმო და გადავეხვიო არა მხოლოდ ჩემს ნათესავებს, არამედ ყველა ოსი ეროვნების ადამიანს, რომელთაც ამ კონფლიქტებმა გული ატკინა და ვუთხრა, რომ საქართველოში უყვართ ოსი ხალხი”.
მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია 21 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა სახლის“ ახალგაზრდულმა კლუბმა მოაწყო. სახლის წარმომადგენელი, ნინო ღვედაშვილი ამბობს, რომ ამ აქციით სურდათ ეს დღე, რომელიც მსოფლიოში ასევე აღინიშნება როგორც ცეცხლის შეწყვეტის დღე, ახსოვდეთ და აღნიშნავდნენ საქართველოშიც:
”გვინდა, რომ 21 სექტემბერი პოპულარული გახდეს საქართველოშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან შეიძინა სხვა დატვირთვაც – ცეცხლის შეწყვეტის დღეცაა. წარმოიდგინეთ, ერთი დღე მთელ მსოფლიოში, ომისა და ცეცხლის გარეშე”...
აქციის მონაწილეებმა 21 საჰაერო ბურთს შეაბეს ფერადი ფურცლები სამ ენაზე დაწერილი სიტყვებით. აი, როგორ ჟღერდა ზოგიერთი:
”უნიჰვაზააიტ“ – ეს აფხაზური სიტყვაა თურმე, რაც ნიშნავს „დალოცვილი ყოფილიყავი“. ”ეზ და ვარზენ” – მე შენ მიყვარხარ – მთელი გულით ვეუბნები ამას აფხაზ და ოს ხალხს”...
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შორენა ლათათია კი, ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ მესიჯს ირჩევს:
”ხატამზააიტ – ბოდიში – ეს სიტყვა ჩემთვის ყველაზე მისაღებია, ბოდიშის მოხდა ძლიერების თვისებაა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეზე სუსტია, თუ ბოდიშს იხდის. ეს ჩემი წილი ბოდიშია”.
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობის” ორგანიზებით, აქცია გაიმართა ვაკის პარკშიც. იქ კონფლიქტის ზონიდან დევნილმა ბავშვებმა ფერადი ცარცებით მშვიდობა „გამოსახეს“:
”მე ორი მტრედი და გული დავხატე და დავაწერე – ჩვენ გვინდა სიყვარული”.
როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ლიანა ბერია აღნიშნავს, ასეთივე შინაარსის აქცია იმართება აფხაზეთში, აგრეთვე აზერბაიჯანსა და სომხეთში.
მშვიდობის დღეს გორში სანთლები დაანთეს. თბილისში კი მთელი კვირის მანძილზე, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება.
მე ოსურ სიტყვას ავირჩევ, იმიტომ რომ დედა მყავს ოსი და ბევრი ნათესავი და ახლობელი წლებია, აღარ მინახავს კონფლიქტის შემდეგ. აი, ეს სიტყვაც – „ბაირაი“, რაც ქართულად „გამარჯობას“ ნიშნავს...