განსხვავებული რეაქციები გამოიწვია საქართველოსთან დაკავშირებულმა რამდენიმე აქცენტმა რეზოლუციაში, რომელიც სამშაბათს დაამტკიცეს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის სხდომაზე. მონიტორინგის პროცესის შემფასებელ რეზოლუციაში, რომელიც არაერთ სხვა ქვეყანასაც ეხება, საქართველოს შემთხვევაში საუბარია როგორც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გამოთქვამს წუხილს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერებმა 2013 წლის მაისში, ერთობლივი მისიის ფარგლებში, ცხინვალსა და სოხუმში არ შეუშვეს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოსა და რუსეთის საკითხებზე. რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ "ასამბლეა მხარს უჭერს კომიტეტის გადაწყვეტილებას, ყურადღებით ადევნოს თვალი მოვლენების განვითარებას რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან დაკავშირებით და ჩაერთოს დიალოგში დე ფაქტო ხელისუფლებასთან ცხინვალსა და სოხუმში სტატუსთან დაკავშირებული წინაპირობების გარეშე, თუკი იარსებებს ამგვარი დიალოგის გამართვის სურვილი”.
უსტატუსო დიალოგთან დაკავშირებულმა აქცენტმა გაწბილებული დატოვა ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი მამუკა ჟღენტი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ჩანაწერი უპრეცედენტოა და მისმა გაჩენამ შესაძლოა არასახარბიელო პროცესები გამოიწვიოს:
”ეს ჩანაწერი თავისთავად მოიცავს საფრთხეს, რომ ევროპის საბჭოში რაღაც ძალებმა შემდგომში დაიწყონ მუშაობა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე დაიწყონ პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ეს, ჩემი აზრით, იმ სიტუაციაში, როდესაც რეალურად რუსეთი აკონტროლებს ყველაფერს და არა ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები, საკმაოდ სამწუხაროა”.
ამგვარ წუხილს არ იზიარებს საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. მას მიაჩნია, რომ დიალოგი ყოველთვის გამართლებული იქნება ადამიანური პრობლემების გადასაწყვეტად:
”საუბარია სურვილზე, რომ რაღაც კონტაქტები არსებობდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტა ექნება კონფლიქტს. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვჭირდება პირდაპირი კონტაქტები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ რაიმე ფორმით ან რაიმე სახით მათთან საუბარი იქნება როგორც სამართლის სუბიექტებთან. საუბარია იმაზე, რომ აღდგეს ადამიანური ურთიერთობები და შეიქმნას საფუძველი, რომ შევქმნათ ნორმალური პირობები მათთვის, ვინც ჯერ კიდევ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში”.
პოლიტიკურ ოპონენტებთან სერიოზული პრეტენზიები აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი დეპუტატი გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ჩანაწერები რეზოლუციაში მათი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით გაჩნდა:
”იყო მცდელობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამოღებულიყო დოკუმენტიდან პუნქტი ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს გამორჩა ის, რომ არ იყო დოკუმენტში მოხსენიებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები, რომლებშიც წაყენებული აქვს კონკრეტული მოთხოვნები რუსეთს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ და სწორედ ჩვენი, ”ნაციონალური მოძრაობის”, მეცადინეობის შედეგად, დოკუმენტში შევიდა ამ რეზოლუციების მოხსენიებაც”.
პოლიტიკური ოპონენტების შეფასებებს იმის თაობაზე, რომ საქართველო-რუსეთის ომის თემა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, კატეგორიულად არ ეთანხმებიან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები. ხოლო რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ აქცენტს, რომელიც ამ შემთხვევაში მართლმსაჯულებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ისინი არც ამას მიიჩნევენ შემაშფოთებლად. საუბარია რეზოლუციის მე-14 მუხლზე, რომელშიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს სხვადასხვა მიზეზის გამო სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაში. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში ხაზი ესმება კოჰაბიტაციის სიძნელეებსა და მართლმსაჯულების პრობლემებს.
”საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეთა წარმოების პროცესების გამჭვირვალობა და მათი სრული შესაბამისობა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებთან”, - ვკითხულობთ რეზოლუციაში.
რადგანაც სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, ”ქართული ოცნების” მხრიდან რეზოლუციის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ასეთი ჩანაწერი ნაჩქარევი და გაუმართლებელი იქნებოდა. თუმცა როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, საქართველო სწორედ რეზოლუციაში ასახული მოწოდების შესაბამისად იქცევა და ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით გამჭვირვალობის პრობლემა არ არსებობს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეთა წარმოების პროცესების გამჭვირვალობა და მათი სრული შესაბამისობა საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან...ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია