ევროპის კავშირის პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის ახალი კომისია, ჟან- კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით. იუნკერის 28-კაციან გუნდს 423 დეპუტატი მიემხრო, დაახლოებით ამის ნახევარი, 209 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო, 67-მა თავი შეიკავა. იუნკერი, ლუქსემბურგის ყოფილი პრემიერი, შეცვლის ჟოზე მანუელ ბაროზუს და ხუთი წლით იქნება ევროკომისიის თავმჯდომარე. ევროკომისია ქმნის კანონპროექტებს, ზედამხედველობას უწევს სახელმწიფოთა ბიუჯეტებს და განახორციელებს ევროკავშირის კანონებს.