საქართველოში ევროპის ტრადიციული კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 4 მაისს დაიწყო და 11 მაისს დასრულდება. მიზანი, ორგანიზატორების განცხადებით, არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება. კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ტარდება. კვირეულის მიმდინარეობასა და მიზნებზე რადიო თავისუფლება ელაპარაკა "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" დირექტორ ელენე გოცაძეს. ინტერვიუ მას ნიკო ნერგაძემ ჩამოართვა.