2017 წლის იანვრიდან საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე ჰოლდინგის ფორმატით გააგრძელებს მუშაობას სამი სატელევიზო არხი - ტელეკომპანია „იმედი“, „მაესტრო“ და „GDS”-ის ნაწილი. ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, GDS-თან მოლაპარაკებები კი უახლოეს დღეებში დამთავრდება. ტელეკომპანია „იმედის“ თანახმად, გარიგება არ ეხება GDS-ის Georgian Dream Studio-ს. როგორ აისახება მსხვილი სატელევიზიო მედიაჰოლდინგის გამოჩენა საქართველოს მედიაბაზარზე და რა გავლენას იქონიებს იგი მედიის თავისუფლების ხარისხზე - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ დღეს ნონა მჭდლიშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი, ნინო რობაქიძე, და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი.