Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამოსავალი - მხარეთა კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი“


დავით ზარდიაშვილი (მარცხნივ) და გიორგი მშვენიერაძე
დავით ზარდიაშვილი (მარცხნივ) და გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს და აცხადებს, რომ, ამ თხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, მიემგზავრება ნიუ იორკში, რათა 29 სექტემბერს მონაწილეობა მიიღოს დისკუსიაში „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა როლის გაძლიერება“. საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის გეგმების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით გაიმართა, პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ თქვა, რომ გაეროს გენერალურ დებატებამდე თვეზე მეტია დარჩენილი და კარგი იქნება, თუ პრეზიდენტის პოზიციას მთავრობაც გაიზიარებს. პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის კომპეტენციათა საკითხზე უთანხმოება პრეზიდენტის ამ განცხადებით კიდევ უფრო გაღრმავდა. კონფლიქტის სამართლებრივი მოწესრიგების თემაზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა სადისკუსიო მაგიდასთან იურისტები გიორგი მშვენიერაძე და დავით ზედელაშვილი მიიწვია.

XS
SM
MD
LG