Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგია აფგან მუხთარლის საქმეზე


გიორგი გოგია აფგან მუხთარლის საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:00 0:00

1 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. მან ილაპარაკა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებისა და მოგვიანებით აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩენის ფაქტზე. გიორგი გოგიას ეჭვი არ ეპარება, რომ აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან აიყვანეს და დღეს მისი ბაქოში ყოფნა ტოვებს დიდ კითხვის ნიშანს. უფლებადამცველი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას - იყო მონაწილე აფგან მუხთარლის დაკავებისა და აზერბაიჯანში წაყვანის, თუ ამ პროცესის პასიური მეთვალყურე? რაც შეეხება აზერბაიჯანში ჟურნალისტისთვის წარდგენილ ბრალდებებს, გიორგი გოგია მათ არარეალურად თვლის და კვლავ მიუთითებს ხელისუფლების მიერ მომხდარის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აზერბაიჯანის ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკაზე პოლიტიკური ოპონენტების, ან კრიტიკოსთა მიმართ. გიორგი გოგია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს აზერბაიჯანიდან ლტოლვილი იმ აქტივისტების უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. უფლებადამცველი თვლის, რომ ამის კარგი საწინდარი აფგან მუხთარლის გაუჩინარებისა და მისი აზერბაიჯანში წაყვანის გარემოებების ეფექტიანი გამოძიება იქნება.

XS
SM
MD
LG