მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილებას თუ გლობალურ დათბობას მძიმე შედეგები მოჰყვება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე სახელმწიფოებისთვის, ტემპერატურის ზრდის თვალსაზრისით.
ანგარიში ოთხშაბათს წარადგინეს ყატარში, კლიმატის საკითხების ირგვლივ გაეროს ეგიდით გამართულ მოლაპარაკებებზე. დოკუმენტის თანახმად, 2050 წლისთვის არაბულ ქვეყნებში საშუალო ტემპერატურა სამი გრადუსით მოიმატებს ცელსიუსით.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, ტემპერატურის ზრდა სიმშრალის მატებასაც გამოიწვევს, რაც შეიძლება გამანადგურებლად აისახოს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმზე.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სამშაბათს ყატარში შეკრებილ ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, რომელშიც სათბური გაზების ემისიის შეზღუდვა იქნება გათვალისწინებული. კლიმატის ცვლილებებს სწორედ ამგვარ ემისიას უკავშირებენ.
ბან კი მუნის თქმით, უჩვეულო ამინდი და ექსტრემალური ტემპერატურები უკვე „ნორმა“ ხდება და ამის გამო მთავრობებმა ზომები უნდა მიიღონ, რათა სამომავლო სირთულეებისთვის იყვნენ მზად:
„საგანგაშო სიმპტომები ყველგანაა. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებშიც წყლის უკმარისობა საშუალო ან მაღალ ნიშნულს აღწევს. მიწის დეგრადაცია 1,5 მილიარდ ადამიანს ეხება. მყინვარები უპრეცედენტოდ დნება, მუდმივი ყინული ლღვება, ზღვის დონეები მატულობს. ის, რაც უწინ არანორმალური იყო, ახლა ნორმალურად ითვლება“.
გაეროს ხელმძღვანელის შეფასებით, კლიმატის ცვლილებების დამანგრეველ შედეგებს ვერავინ გაექცევა და სწორედ ამიტომ მათ კაცობრიობა ერთიანი ძალებით უნდა დაუპირისპირდეს:
„კლიმატის ცვლილებისგან თავს ვერავინ დაიცავს - ვერც მდიდარი და ვერც ღარიბი. ესაა მთელი კაცობრიობის წინაშე არსებული, ეგზისტენციალური მასშტაბის გამოწვევა ჩვენი ცხოვრების სტილისთვის, ჩვენი სამომავლო გეგმებისთვის. პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ. ჩვენ - კოლექტიურად - წარმოვადგენთ პრობლემას და მისი გადაწყვეტის გზებიც უნდა მოვნახოთ“.
მეცნიერების მცირე ჯგუფი კვლავ ეჭვებს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რამდენად უკავშირდება გლობალური დათბობა და ამინდის ცვლილებები ადამიანების ქმედებას - წიაღისეული საწვავის მოხმარებას და ნახშირბადის ემისიას.
დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც, თავის მხრივ, კიოტოს კლიმატის ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს, პარასკევს უნდა დასრულდეს. ორი კვირის მანძილზე მიმდინარე შეხვედრაზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი წინსვლა არ გამოკვეთილა.
არადა, კიოტოში დადებულ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, მისი გახანგრძლივება აუცილებელია საიმისოდ, რომ მსოფლიოში მოქმედებდეს გაეროს ეგიდით მიღწეული სავალდებულო ხასიათის ჩარჩო, რომლის მიზანიც ემისიის ინტენსივობის შემცირება იქნება.
მდიდარი და განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან იმის თაობაზე, თუ რომელ ქვეყნებში და რა რაოდენობით უნდა შემცირდეს სათბური გაზების ემისია და რამდენად უნდა დაეხმარონ მდიდარი ქვეყნები ღარიბ სახელმწიფოებს ემისიის შემცირების დაფინანსების საქმეში.
რუსეთი, იაპონია და კანადა აცხადებენ, რომ გადიან კიოტოს ხელშეკრულებიდან. მათი აზრით, ხელშეკრულება დღეს არსებულ ვითარებას აღარ ასახავს, რადგან განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნები - მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი - არ ეთანხმებიან ემისიის შემცირების მიზნით დაწესებული ლიმიტების ამოქმედებას.
აშშ-ს, რომელიც ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტ სათბურ გაზს წარმოშობს, კიოტოს ხელშეკრულების რატიფიკაცია თავიდანვე არ მოუხდენია. ამის მიზეზად აშშ-ც იმას ასახელებდა, რომ სათანადოდ გათვალისწინებული არ იყო ჩინეთისა და ინდოეთის მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემა.
კიოტოს ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის გლობალური დოკუმენტის გაფორმებაზე უკანასკნელად 2009 წელს კოპენჰაგენში იმსჯელეს. ის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.