ოთხშაბათს სტეფანწმინდაში ხდის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვას ესწრებოდა ზაზა წიკლაური, მოხევე, ამ კუთხის გულშემატკივარი, რომელმაც გვიამბო, ამჯერად „რა ნესტარითაცააა ნაჩხვლეტი“:
„ეს, რა თქმა უნდა, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ ლანდშაფტს. პირველ რიგში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის საოცარი სანახაობა და ვიზუალური მხარე არის აბსოლუტურად... ისეთი სილამაზე ნადგურდება, რომლის მსგავსსაც ადამიანის ხელი ვერ შექმნის. საკმაოდ გაუაზრებელი გამოდის ჩვენი ქმედება, როცა, ერთი მხრივ, ვხარჯავთ მილიონებს ძეგლების შესაქმნელად, მეორე მხრივ, ბუნების ბოძებულს, ღვთის ბოძებულს ვანადგურებთ და ამისთვისაც მილიონებს ვხარჯავთ. ის ექვსი მეგავატი, რომელიც შეიძლება ჰესმა მისცეს ინვესტორს თუ მეპატრონეს, - თუ გნებავთ, საქართველოს, - სრულიად შეუსაბამოა იმ ზიანთან, რომელიც ამ ბუნების განდგურებას მოჰყვება“.
თერგზე, მის შენაკადებზე - ისევე როგორც ბევრ სხვა შედარებით მცირე მდინარეზე - ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები იგეგმება. ეს საქართველოს ალბათ ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს, ბუნებას, ძირს გამოუთხრის და გაანადგურებს. ის, რაზეც სტეფანწმინდაში ოთხშაბათს იმსჯელეს, გულისხმობს არა, უბრალოდ, ბუნებას, არამედ „ხდის ხეობის უნიკალურ, თითქმის ხელუხლებელ ლანდშაფტს, ფაქტობრივად, ბუნების ძეგლს“. - ასეა დახასიათებული ხეობა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებსა და კომენტარებში, რომლებიც გამოითქვა ბროლისწყალზე მცირე სიმძლავრის, 6 მეგავატიანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გამო. წელს, მარტში, „’ყაზბეგი ჰესის’ (იმავე ბროლისწყლის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის ანგარიშთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახლად წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საქმიანობის ინიციატორი გვთავაზობს ზუსტად იმავე პარამეტრებისა და დიზაინის ჰესის მშენებლობას, რასაც წინა პროექტით გვთავაზობდა“, - წაიკითხავთ „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებისა და კომენტარების დოკუმენტში, რომელიც 35 პუნქტს შეიცავს.
ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი მაჭარაშვილს, ყაზბეგში სხდომის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ ტელეფონით. მან გვითხრა, რომ ამ განხილვაზე გადაწყვეტილებები არ უნდა მიღებულიყო. თანახმად ორგანიზაციის პოზიციისა კი, რომელიც მაჭარაშვილმა გაგვაცნო, დღემდე წარმოდგენილი პროექტით საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი, რომელსაც გარკვეული კერძო პირები მისი განხორციელებით მიიღებენ. ირაკლი მაჭარაშვილმა ილაპარაკა თავად პროექტზეც, რომელიც გულისხმობს მცირე ჰესის აშენებას ხდის ხეობის გარკვეულ მონაკვეთზე - ეს ხეობის დაახლოებით ათი პროცენტია - და ამ ნაწილის პრაქტიკულად უწყლოდ დატოვებას, რადგან ბუნებრივ კალაპოტში დარჩება მხოლოდ ის ათი პროცენტი, დანარჩენი კი მილების საშუალებით გადაეცემა ტურბინებს. რატომ შეიძლება იყოს ვინმე მომხრე ასეთი პროექტისა? ყაზბეგის რაიონში არის მოსახლეობა, რომლის ნაწილიც მშენებლობებზე და, შესაძლებელია, შემდგომ ჰესებზეც იქნეს დაკავებული. მათ იმდენად ეკოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ, რამდენადაც დაინტერესებულნი არიან სამუშაო ადგილებით. ირაკლი მაჭარაშვილი კვლავ განმარტავს:
„მომხიბვლელად სახავენ ამ პროექტს იმით, რომ ადამიანებს დაასაქმებენ. სინამდვილეში, ეს არის, პროექტის მიხედვით, დაახლოებით 60 ადამიანის დასაქმება 8 თვის მანძილზე და კიდევ რამდენიმე ადამიანისა შემდგომში და ასე შემდეგ. ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან ჭარბი რაოდენობითაა განსაზღვრული წყლის აღება ამ წყალვარდნილიდან და თუ პროექტი განხორციელდება ისეთი სახით, რომ ნაკლები რაოდენობით წყალს აიღებენ, ამ შემთხვევაში ის, რითიც ხიბლავენ ხალხს, რომ სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ, იგივე რაოდენობის იქნება“.
პოლიტიკის ანალიტიკოსმა ქეთი გუჯარაიძემ განგვიმარტა, თუ როგორ გაიცემა პროექტების განხორციელების უფლება:
„გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ იძლევა კომპანია (ამ შემთხვევაში ესაა შპს "ყაზბეგი ჰესი“), რომელმაც შესაბამისი ობიექტი უნდა ააშენოს. გარემოს დაცვის სამინისტრო განიხილავს „გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ და, ამ განხილვის - ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, გასცემს ან არ გასცემს ნებართვას. ამ ეტაპზე, როცა სტეფანწმინდაში განხილვა მოეწყო, კომპანიას ჯერ არ ჰქონდა სამინისტროსთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება წარდგენილი, ესე იგი, განხილვა ჩატარდა დოკუმენტის სამინისტროსთვის წარდგენამდე (ასეა დაწესებული კანონის ძალით). ბუნებრივი იქნებოდა, რომ დოკუმენტის მიღების შემდეგ აწყობდეს სამინისტრო საჯარო განხილვას და ისმენდეს საზოგადოების აზრს. ასეთი განხილვის მოწყობა კი სამინისტროს აღარ ევალება 2005 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ეს კანონი იქნა მიღებული“.
ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ განხილვებში ერევა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი კავშირი არა აქვს პროექტთან, ანუ არც ნებართვის გამცემია. მიუხედავად ამისა, ის ძალიან უხეშად ლობირებდა პროექტს, კითხვებს პასუხობდა და ასე შემდეგ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას იძლევა ინვესტორი და არა რომელიმე სამინისტრო - მით უმეტეს, ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც ეს საქმე აბსოლუტურად არ ეხება. მაგრამ ეს არის ტრადიცია, როცა ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თუ საშუალო თანამდებობის პირები მოდიან და, ასე ვთქვათ, ჭკუას ასწავლიან ადამიანებს. ირაკლი მაჭარაშვილის ნაამბობით, იქვე ეს კომპანია აშენებს ორ ჰესს, მთელი სამუშაო უკვე ჩატარებულია, გზები გაყვანილია, მუშათა ბანაკი მოწყობილია და ასე შემდეგ... ისე, რომ კომპანიას აღარ უწევს ამ მცირე ჰესისთვის დამატებითი სამუშაოსა და ხარჯის გაწევა. მხატვრულად რომ ვთქვათ, ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ასეთი ვითარებაა:
"ორი დიდი სახლი რომ ააშენო და მიაშენო რაღაცა საქათმე ან ფანჩატური. აი, ასეთი სიტუაციაა. ორ დიდ ჰესს უკვე აშენებენ, ბეტონის ქარხანაც ტყუილად რჩება, აქვთ უკვე გაკეთებული მუშათა ბანაკიც და ბარემ დარჩენილი რესურსებით იქვე მიაშენებენ - რაღაც ასი მეტრის რადიუსში ხდება ეს ამბავი - შემდეგ ჰესსაც. თუ წინა ორი ჰესი არის სააქციო საზოგადოებების და ბევრი მოწილე ჰყავს, ეს არის სულ რამდენიმე კაცის და მათთვის იქნება ოფიციალურად ორი მილიონი ყოველწლიური შემოსავალი. მათთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ორი მილიონი შემოსავალი, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის?“
აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ორი ჰესი შენდება მიუხედავად იმისა, რომ ბუნების დამცველებმა მათ უარყოფითი შეფასება მისცეს. პროკურატურაში, ფაქტობრივად, ამ საქმეზე გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს. აქვს ბრძოლას აზრი ბროლისწყლის ჰესის წინააღმდეგ? აი, რა გვითხრა ამის თაობაზე ზაზა წიკლაურმა:
"მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის დაგვიანებული. უბრალოდ, ძალიან აკლია ჩვენი მეცადინეობა, იმათი, ვინც ვფიქრობთ ხვალინდელ დღეზე. საკმაოდ დიდ ენერგიასა და დიდ რესურსს ხარჯავენ ისინი, ვინც ფიქრობს - ინვესტორის მხარეს ვგულისხმობ - მატერიალური სარგებლის მიღებას ამ პროექტებიდან. მათი ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანას მოუტანენ მატერიალურ სარგებელს, თუმცა აქ წინა პლანზე დგას მათი სარგებელი და იმ ხელშეკრულებებს თუ გადავხედავთ, რაც სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის არის დადებული, სახელმწიფო ამ შემთხვევაში, არამცთუ მოგებას ვერ ნახულობს, ზოგ შემთხვევაში, რაც აშკარად იკვეთება ამ ხელშეკრულებელიდან, ამ მემორანდუმებიდან, ამ ჰესების მშენებლობა არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე. ეს მარტო ხევის ჰესებს არ ეხება".
"სტეფანწმინდა" ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის თანათავმჯდომარეა შოთა ბუჩუკური. მასაც ვესაუბრეთ ყაზბეგის ჰესებზე. ბუჩუკურის თანახმად, არიან მოხევეები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, რადგან დასაქმებულნი არიან მშენებლობებზე. ის იხსენებს წინა განხილვას, თებერვლის ამბებსაც:
"ის წინა შენიშვნები, რომლებიც ჰქონდა, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის სამინისტროს, რის საფუძველზეც უარყოფითი დასკვნა გასცა და, მეორე მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პრაქტიკულად, მათი უმეტესობა არ არის გათვალისწინებული და ის მომენტები არ არის შეცვლილი".
შოთა ბუჩუკური სინანულით აღნიშნავს, რომ პროექტებით დაინტერესებული პირები სარგებლობენ იმით, რომ ხალხს უჭირს და მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს უპირისპირდება.
„ეს, რა თქმა უნდა, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ ლანდშაფტს. პირველ რიგში, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს არის საოცარი სანახაობა და ვიზუალური მხარე არის აბსოლუტურად... ისეთი სილამაზე ნადგურდება, რომლის მსგავსსაც ადამიანის ხელი ვერ შექმნის. საკმაოდ გაუაზრებელი გამოდის ჩვენი ქმედება, როცა, ერთი მხრივ, ვხარჯავთ მილიონებს ძეგლების შესაქმნელად, მეორე მხრივ, ბუნების ბოძებულს, ღვთის ბოძებულს ვანადგურებთ და ამისთვისაც მილიონებს ვხარჯავთ. ის ექვსი მეგავატი, რომელიც შეიძლება ჰესმა მისცეს ინვესტორს თუ მეპატრონეს, - თუ გნებავთ, საქართველოს, - სრულიად შეუსაბამოა იმ ზიანთან, რომელიც ამ ბუნების განდგურებას მოჰყვება“.
თერგზე, მის შენაკადებზე - ისევე როგორც ბევრ სხვა შედარებით მცირე მდინარეზე - ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობები იგეგმება. ეს საქართველოს ალბათ ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს, ბუნებას, ძირს გამოუთხრის და გაანადგურებს. ის, რაზეც სტეფანწმინდაში ოთხშაბათს იმსჯელეს, გულისხმობს არა, უბრალოდ, ბუნებას, არამედ „ხდის ხეობის უნიკალურ, თითქმის ხელუხლებელ ლანდშაფტს, ფაქტობრივად, ბუნების ძეგლს“. - ასეა დახასიათებული ხეობა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებსა და კომენტარებში, რომლებიც გამოითქვა ბროლისწყალზე მცირე სიმძლავრის, 6 მეგავატიანი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გამო. წელს, მარტში, „’ყაზბეგი ჰესის’ (იმავე ბროლისწყლის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის ანგარიშთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გასცა ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახლად წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, საქმიანობის ინიციატორი გვთავაზობს ზუსტად იმავე პარამეტრებისა და დიზაინის ჰესის მშენებლობას, რასაც წინა პროექტით გვთავაზობდა“, - წაიკითხავთ „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნებისა და კომენტარების დოკუმენტში, რომელიც 35 პუნქტს შეიცავს.
თუ წინა ორი ჰესი არის სააქციო საზოგადოებების და ბევრი მოწილე ჰყავს, ეს არის სულ რამდენიმე კაცის და მათთვის იქნება ოფიციალურად ორი მილიონი ყოველწლიური შემოსავალი. მათთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ორი მილიონი შემოსავალი, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის?..ირაკლი მაჭარაშვილი
ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი მაჭარაშვილს, ყაზბეგში სხდომის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ ტელეფონით. მან გვითხრა, რომ ამ განხილვაზე გადაწყვეტილებები არ უნდა მიღებულიყო. თანახმად ორგანიზაციის პოზიციისა კი, რომელიც მაჭარაშვილმა გაგვაცნო, დღემდე წარმოდგენილი პროექტით საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი უფრო მეტი იქნება, ვიდრე სარგებელი, რომელსაც გარკვეული კერძო პირები მისი განხორციელებით მიიღებენ. ირაკლი მაჭარაშვილმა ილაპარაკა თავად პროექტზეც, რომელიც გულისხმობს მცირე ჰესის აშენებას ხდის ხეობის გარკვეულ მონაკვეთზე - ეს ხეობის დაახლოებით ათი პროცენტია - და ამ ნაწილის პრაქტიკულად უწყლოდ დატოვებას, რადგან ბუნებრივ კალაპოტში დარჩება მხოლოდ ის ათი პროცენტი, დანარჩენი კი მილების საშუალებით გადაეცემა ტურბინებს. რატომ შეიძლება იყოს ვინმე მომხრე ასეთი პროექტისა? ყაზბეგის რაიონში არის მოსახლეობა, რომლის ნაწილიც მშენებლობებზე და, შესაძლებელია, შემდგომ ჰესებზეც იქნეს დაკავებული. მათ იმდენად ეკოლოგიური პრობლემები არ აწუხებთ, რამდენადაც დაინტერესებულნი არიან სამუშაო ადგილებით. ირაკლი მაჭარაშვილი კვლავ განმარტავს:
„მომხიბვლელად სახავენ ამ პროექტს იმით, რომ ადამიანებს დაასაქმებენ. სინამდვილეში, ეს არის, პროექტის მიხედვით, დაახლოებით 60 ადამიანის დასაქმება 8 თვის მანძილზე და კიდევ რამდენიმე ადამიანისა შემდგომში და ასე შემდეგ. ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან ჭარბი რაოდენობითაა განსაზღვრული წყლის აღება ამ წყალვარდნილიდან და თუ პროექტი განხორციელდება ისეთი სახით, რომ ნაკლები რაოდენობით წყალს აიღებენ, ამ შემთხვევაში ის, რითიც ხიბლავენ ხალხს, რომ სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ, იგივე რაოდენობის იქნება“.
პოლიტიკის ანალიტიკოსმა ქეთი გუჯარაიძემ განგვიმარტა, თუ როგორ გაიცემა პროექტების განხორციელების უფლება:
„გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ იძლევა კომპანია (ამ შემთხვევაში ესაა შპს "ყაზბეგი ჰესი“), რომელმაც შესაბამისი ობიექტი უნდა ააშენოს. გარემოს დაცვის სამინისტრო განიხილავს „გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“ და, ამ განხილვის - ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, გასცემს ან არ გასცემს ნებართვას. ამ ეტაპზე, როცა სტეფანწმინდაში განხილვა მოეწყო, კომპანიას ჯერ არ ჰქონდა სამინისტროსთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება წარდგენილი, ესე იგი, განხილვა ჩატარდა დოკუმენტის სამინისტროსთვის წარდგენამდე (ასეა დაწესებული კანონის ძალით). ბუნებრივი იქნებოდა, რომ დოკუმენტის მიღების შემდეგ აწყობდეს სამინისტრო საჯარო განხილვას და ისმენდეს საზოგადოების აზრს. ასეთი განხილვის მოწყობა კი სამინისტროს აღარ ევალება 2005 წლის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ეს კანონი იქნა მიღებული“.
ირაკლი მაჭარაშვილის აზრით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ განხილვებში ერევა ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი კავშირი არა აქვს პროექტთან, ანუ არც ნებართვის გამცემია. მიუხედავად ამისა, ის ძალიან უხეშად ლობირებდა პროექტს, კითხვებს პასუხობდა და ასე შემდეგ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას იძლევა ინვესტორი და არა რომელიმე სამინისტრო - მით უმეტეს, ენერგეტიკის სამინისტრო, რომელსაც ეს საქმე აბსოლუტურად არ ეხება. მაგრამ ეს არის ტრადიცია, როცა ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თუ საშუალო თანამდებობის პირები მოდიან და, ასე ვთქვათ, ჭკუას ასწავლიან ადამიანებს. ირაკლი მაჭარაშვილის ნაამბობით, იქვე ეს კომპანია აშენებს ორ ჰესს, მთელი სამუშაო უკვე ჩატარებულია, გზები გაყვანილია, მუშათა ბანაკი მოწყობილია და ასე შემდეგ... ისე, რომ კომპანიას აღარ უწევს ამ მცირე ჰესისთვის დამატებითი სამუშაოსა და ხარჯის გაწევა. მხატვრულად რომ ვთქვათ, ამბობს „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი, ასეთი ვითარებაა:
"ორი დიდი სახლი რომ ააშენო და მიაშენო რაღაცა საქათმე ან ფანჩატური. აი, ასეთი სიტუაციაა. ორ დიდ ჰესს უკვე აშენებენ, ბეტონის ქარხანაც ტყუილად რჩება, აქვთ უკვე გაკეთებული მუშათა ბანაკიც და ბარემ დარჩენილი რესურსებით იქვე მიაშენებენ - რაღაც ასი მეტრის რადიუსში ხდება ეს ამბავი - შემდეგ ჰესსაც. თუ წინა ორი ჰესი არის სააქციო საზოგადოებების და ბევრი მოწილე ჰყავს, ეს არის სულ რამდენიმე კაცის და მათთვის იქნება ოფიციალურად ორი მილიონი ყოველწლიური შემოსავალი. მათთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი ორი მილიონი შემოსავალი, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის?“
...აქ წინა პლანზე დგას მათი სარგებელი და იმ ხელშეკრულებებს თუ გადავხედავთ, რაც სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის არის დადებული, სახელმწიფო ამ შემთხვევაში, არამცთუ მოგებას ვერ ნახულობს, ზოგ შემთხვევაში, რაც აშკარად იკვეთება ამ ხელშეკრულებელიდან, ამ მემორანდუმებიდან, ამ ჰესების მშენებლობა არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე. ეს მარტო ხევის ჰესებს არ ეხება...ზაზა წიკლაური