ალიკო მურჯიკნელი ოქტომბერში სახელმწიფო გამოცდებს ჩააბარებს მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს უნივერსიტეტში. თბილისში მოპოვებული აქვს ექიმის დიპლომი, მაგრამ სწავლა გააგრძელა გერმანიაში და მომავალში კარდიოლოგობას აპირებს.
ის უკვე ხუთი წელია საქსონია-ანჰალტშია და ფოტოკამერასაც მარჯვედ იყენებს. გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, ალიკო მურჯიკნელი უზიარებს თავის შეხედულებებს გამოცდების არსზე, ექიმის პასუხისმგებლობაზე, მის უნარებსა და გერმანიაში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის თავისებურებაზე. ლაპარაკობს, ასევე, გერმანიისათვის ჩვეულებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედის, შესახებ.