ახალი სასწავლო წელი სიახლის მოლოდინით
საქართველოს მასშტაბით 2085 სკოლაში დაიყო სწავლა. საქართველოში სწავლას წელს პირველად შეუდგა 56 300 მოსწავლე. სულ კი სკოლებში 575 ათასი მოსწავლე ირიცხება. უკვე ტრადიციულად, პირველკლასელებს მერხებზე სახელმძღვანელოები და სასკოლო კომპიუტერები დახვდათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე, სასწავლო წლისთვის ერთი ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი ხუთი სკოლის მშენებლობა დასრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, დამთავრებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 91 საჯარო სკოლაში. წელს სკოლის ცხოვრებაში რამდენიმე სიახლეა: განათლების მინისტრის ბრძანებით, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან გეგმავს სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას. ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, თამაშები ისტორიული მოვლენების შემეცნებისათვის, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და სხვ.
ეპიზოდები
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში