Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ნარკოპოლიტიკა - პირველი ნაბიჯები


8 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია, რომელიც საქართველოში ნარკოპოლიტიკის რეფორმას მიეძღვნა. ახალი ნარკოპოლიტიკა გულისხმობს ზედმეტად მკაცრი და რეპრესიული პოლიტიკის შეცვლას საქართველოში. რეფორმის მიზანია ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკების მოხმარებისათვის და მცირე ოდენობით საკუთარი მოხმარების მიზნით ფლობისთვის ადამიანი ციხეში აღარ აღმოჩნდება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არსებობს ცვლილების პოლიტიკური ნება, პროცესი დაიწყო, თუმცა რეფორმა ვერ იქნება ძალიან სწრაფი. პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG