Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაკი დაკითხვაზე გამოიძახეს


ეგვიპტის პროკურორმა დასაკითხად გამოძახა ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი და მისი შვილები. საქმე შეეხება გამოძიებას სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და საპროტესტო დემონსტარციების დროს ადამიანების მკვლელობის გამო. უფრო ადრე მუბარაკმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. მუბარაკის განცხადებამდე, პროკურატურამ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის გამო 15 დღიანი წინასწარი პატიმრობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ აჰმედ ნაზიფს მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG