მაუწყებლის შესახებ კანონი მიიღეს. კანონში ჩასწორებებმა პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენაც რამდენიმესაათიანი ინტერვალით გაიარა. ოფშორული ზონიდან მაუწყებლების მართვა აიკრძალა; საჯარო მოხელეებს ამ ბიზნესში პირდაპირი მონაწილეობა აეკრძალათ; ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაციას კი მაუწყებლები ვებგვერდებზე განათავსებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს კანონი.
პარლამენტის დარბაზი თითქმის ცარიელია, კადრებში აქა-იქ ხალხი ჩანს. სპიკერს კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტი აქვს: შემოდით დარბაზში, ახლა კენჭისყრას ვიწყებთ.
თავად პროცესი. საუბრობს ოთხამდე ადამიანი, რამდენიმე კომენტარი რომ არა, ვიტყოდით, ორი ადამიანი - კანონის ინიციატორი და ერთიც ქრიასტიან-დემოკრატიული პარტიიდან, ლევან ვეფხვაძე.
მთავარი აქცენტი: კაი, ბატონო, დავადგინეთ, რომ არ შეიძლება მაუწყებლის მართვა ოფშორიდან; მეორე, დავადგინეთ, რომ არ შეიძლება მართვაში ჩაერთოს პოლიტიკოსი და პოლიტიკურ სივრცეში გარეული პირი, საჯარო მოხელე (როგორც ირკვევა, ასეთი 27 ათასამდე საქართველოს მოქალაქეა), მაგრამ რა ვუყოთ ნათესავებს, ოჯახის წევრებს? ასეთი იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციისა. საუბარი შეეხო არამარტო ოჯახის წევრებს. ითქვა, ბიზნესპარტნიორებსაც უნდა ავუკრძალოთო. კანონის ავტორებმა ხელი სხვა კანონებისკენ გაიშვირეს და თქვეს, მსგავსი დეტალები იქ დარეგულირდებაო; რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ამ აკრძალვას მარტივი მიზეზის გამო ვერ დავაწესებთო, თქვა ჩიორა თაქთაქიშვილმა:
„პოლიტიკოსები, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, გამოდის ასი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელთათვისაც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის აკრძლვა არ იქნება მართებული და მიზანშეწონილი.“
ანუ იმისათვის, რომ ეთერით მაყურებელმა სამთავრობო სხდომები და პრეზიდენტის ერთსაათიანი გამოსვლები ან ახალი პარკ-ატრაქციონების გახსნები, სარემონტო სამუშაოები, პოზიტიური კონტექსტი, რომელიმე პარტიული ლოზუნგებით შეფუთული, არ ისმინოს, მოსახლეობის ორ პროცენტს ტელებიზნესისკენ გზა უნდა ჩავუკეტოთო? არა, ასე საქმე ვერ მოგვარდებაო. საქმეში კანონის მეორე ავტორი, პავლე კუბლაშვილი, ჩაერთო და პარლამენტარებს - უფრო სწორად, ორამდე ადამიანს, ვინც კანონით შეიარაღებული იყო - აუხსნა კანონის კონცეპტუალური დანიშნულება. ეს დანიშნულება კი ასეთია: არა აკრძალვა, არამედ გამჭვირვალობა:
„პირველ რიგში, კოლეგებო, მინდა, რომ კარგად გავიაზროთ რას ვიღებთ და რა დანიშნულება აქვს ამ კანონს. ამ კანონპროექტის მიზანი არის, ტელეკომპანიების მესაკუთრეთა საბოლოოდ დარეგულირება ისე, რომ თითოეული ის პირი, რომელიც იღებს მოგებას ამა თუ იმ ტელეკომპანიიდან, რომელიც ფლობს ამა თუ იმ კომპანიის წილს, იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის. შესაბამისად, რაღაც აკრძალვების მოფიქრება კი არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია ეს სფერო გავხადოთ უფრო მეტად ტრანსპარანტული.“
ამისათვის კი ვებგვერდები გამოვიყენოთო, თქვეს. დიახ, ყველა ინფორმაცია, მათ შორის, სათითაოდ შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, ვებგვერდზე განათავსონ მაუწყებლებმაო. ანუ რეკლამიდან რამდენი მიიღეს, რამდენი ტელეშოპინგით, რამდენი შემოწირულობით და ასე შემდეგ, სათითაოდ გაიწეროსო. თუმცა ოპოზიცია მეტს ითხოვდა. უნდა დაიდოს სწრაფად და უნდა დაიდოს ყველაფერიო… არა, ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ზღვაში გარკვევა ადამიანებს გაუჭირდებათო, პასუხობდა კანონის ინიციატორი:
„ვფიქრობთ, ეს არ იქნება მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ვებგვერდი - ეს არის სივრცე, რომელზეც მარტივად უნდა იქნეს ინფორმაცია მოძიებული. შესაბამისად, თქვენ მიერ მითითებული ყველა საჯარო ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე გადატვირთავს ვებგვერდს იმგვარად, რომ საჭირო ინფორმაციის მოძიება მოქალაქეებისთვის იქნება ბევრად უფრო გართულებული.“
აქვე ჩაქუჩი დაარტყეს: 71 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით კანონი გავიდა. შემდეგ ისე, რომ სხდომაზე არაფერი უთქვამთ, კანონის მესამე მოსმენისთვის კომიტეტი განმარტოვდა. შეხვედრას დაესწრნენ იმ საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ვინც კანონს დასაწყისიდან იცავდა. ჩვენ მათგან შევიტყვეთ, რომ მესამე მოსმენაც რამდენიმე საათში უნდა ყოფილიყო, რადგან მეორე მოსმენის დროს მესამე მოსმენაზე მხოლოდ მომავალ დროში საუბრობდნენ. ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი, რომელიც კომიტეტის შეხვედრას ესწრებოდა, ამბობს:
„პოლიტიკურმა რეალობამ აიძულა პარლამენტი ეჩქარა. ეს რეალობა კი საერთაშორისო კონტექსტია: ნატოსთან მოლაპარაკებები ახლოვდება, შეერთებული შტატების მთავრობასთან მოლაპარაკება ახლოვდება, აქ კი მთავარი აქცენტები დაეთმობა ადამიანის უფლებათა საკითხებს და დემოკრატიის განვითარების პრობლემებს. ამ პროცესებმა დააჩქარეს კანონის მიღება."

გამოდის ასი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელთათვისაც ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის აკრძლვა არ იქნება მართებული და მიზანშეწონილი...

ყველა საჯარო ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე გადატვირთავს ვებგვერდს იმგვარად, რომ საჭირო ინფორმაციის მოძიება მოქალაქეებისთვის იქნება ბევრად უფრო გართულებული...