„ერთ-ერთ ქუჩაზე დაიღუპა 67 წლის ქალი, რომელიც ველოსიპედით მოძრაობდა. დაჭრილები არიან 51 და 58 წლის კაცები და 87 წლის ქალი“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ჩერნიგოვის ოლქის ხელისუფლება კი იტყობინება, რომ დრონებით შეტევისას დაზიანდა სემენოვსკოს საქალაქო საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილება. დაიჭრა ექთანი.
13 აპრილს, დილით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს სუმის ცენტრზე. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია 32 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავებულთა რიცხვი კი 100-მდეა.
ფორუმი