პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში, მას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფორუმი სხვადასხვა საკითხზე ლიდერებს შორის მოსაზრებების გაცვლისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
თავად ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ ერდოანთან “ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში”.
ირაკლი კობახიძისა და რეჯებ ტაიპ ერდოანის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. მანამდე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ალან ბერსეს, ვიქტორ ორბანს და ილჰამ ალიევს შეხვდა.
ფორუმი