რუსეთის უსურიისკის სასამართლომ განიხილა შამან ალექსანდრ გაბიშევის ზოგად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანის საქმე და გადაწყვიტა მკურნალობის გაგრძელება სპეციალური ტიპის საავადმყოფოში. "ჩვენ აღვნიშნეთ, ასე ვთქვათ, ალექსანდრ გაბიშევის უსურიისკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნის სამი წელი", - თქვა უფლებადამცველმა ალექსეი პრიანიშნიკოვმა.
გასული წლის დეკემბერში რაიონულმა სასამართლომ ნებართვა გასცა გაბიშევის გადაყვანაზე სპეციალიზებული ტიპის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ზოგადი ტიპის სტაციონარში. მაგრამ მოგვიანებით უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლომ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვის საჭიროება დაადგინა.
2025 წლის თებერვალში პრიმორიეს სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა იძულებითი მკურნალობის პირობების შემსუბუქებას ალექსანდრ გაბიშევისთვის.
ინტენსიური მეთვალყურეობის სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაბიშევი იძულებით განათავსეს 2021 წლის ოქტომბერში. მანამდე იაკუტიელ შამანს ადანაშაულებდნენ ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და პოლიციელის მიმართ ძალადობაში.
- გაბიშევმა რამდენჯერმე განაცხადა მოსკოვის მიმართულებით მსვლელობის მოწყობაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "განდევნის რიტუალის" ჩატარების მიზნით. 2019 წელს მან მომხრეებთან ერთად ბურიატიამდე ჩასვლა შეძლო. გაბიშევს აპატიმრებდნენ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უშვებდნენ და შემდეგ ათავისუფლებდნენ, საზოგადოებრივი რეზონანსის ფონზე.
- 2021 წლის ოქტომბერში სასამართლომ გაბიშევს მიუსაჯა იძულებითი მკურნალობა სპეციალური ტიპის ნოვოსიბირსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 2022 წლის აპრილში ის უსურიისკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფორუმი