Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ხარკოვის ოლქი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება

ხარკოვის ოლქი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება


რუსეთის ჯარების შეტევით განადგურებული სახლი უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში. 2025 წლის 6 აპრილი
რუსეთის ჯარების შეტევით განადგურებული სახლი უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში. 2025 წლის 6 აპრილი

რუსეთის ჯარებმა დღეს, 7 აპრილს, ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის ოლქზე.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მართვადი ავიაბომბით დარტყმის შედეგად სოფელ ტოკარევკაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ადმინისტრაციის ცნობითვე, საოკუპაციო ძალებმა მხოლოდ დღეს დილით ხარკოვის ოლქს ექვსჯერ შეუტიეს. ქალაქ კუპიანსკში დაზიანებულია 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ხუთი კერძო სახლი.

ხარკოვის ოლქის ბოგოდუხოვის რაიონზე დრონებით შეტევაც იყო. დაბა ივაშკიში დაზიანებულია ორი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქ ხარკოვზე მხოლოდ გასულ ერთ კვირაში განხორციელებული შეტევების რიცხვი მთელი მარტის მაჩვენებელს უტოლდება.

ტერეხოვის თანახმად, გასულ შვიდ დღეში ხარკოვზე 41 შეტევა იყო, ძირითადად - უპილოტო საფრენი აპარატებით. დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაიჭრა 51 ადამიანი, რომელთაგან შვიდი ბავშვია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG