გამოცემისთვის არსებული ინფორმაციით, ის 6 აპრილს, დღის საათებში, მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული.
რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-ს პრესსამსახურში მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგებას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფორუმი