Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა რუსეთის უკრაინაზე მასირებული თავდასხმის ფონზე

პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა რუსეთის უკრაინაზე მასირებული თავდასხმის ფონზე


სარდლობის განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.
სარდლობის განცხადებით, სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა, – ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

სარდლობის განცხადებით, პოლონეთის და მოკავშირეთა სამხედრო ძალები არსებულ ვითარებას აკვირდებიან და სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

ამ ვითარების ფონია რუსეთის მხრიდან საჰაერო შეტევები ჯერ კრივოი როგზე, სადაც დაბომბვას 19 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა და შემდეგ უკვე სარაკეტო იერიში კიევზე, რომელიც ასევე მსხვერპლით დასრულდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG