Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თორნიკე რიჟვაძე გადადგა

თორნიკე რიჟვაძე გადადგა


თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან გადადგა - საზოგადოებას ამის შესახებ თავად ამცნო ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსით.

ამ ტექსტში ის ამბობს, რომ სიახლის დროა, თუმცა რჩება "ქართული ოცნების" ერთგულ ჯარისკაცად. რიჟვაძე "გამოცხადებული ნდობისთვის" მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძესა და მიხეილ ყაველაშვილს, თანამშრომლებს, პარტიის წევრებს, გუნდსა და ბოლოს - აჭარის მოსახლეობას.

"მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.

ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!" - ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის 4 აპრილს, 10:28 საათზე, გამოქვეყნებულ სტატუსში.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შეცვალა ზურაბ პატარიძე, რომელიც ამ პოსტიდან აზერბაიჯანში ელჩად დაინიშნა.

თავად რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობამდე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ასევე „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, 2014-16 წლებში აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში.

2010-2011 წლებში მუშაობდა გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში, დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოსტზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG