Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ არჩევნებისთვის მზადებას

უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ არჩევნებისთვის მზადებას


ფოტო არქივიდან. უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია
ფოტო არქივიდან. უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია

უკრაინის მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ პრეზიდენტის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არჩევნების მომზადების საკითხზე, რის შესახებაც გამოცემა The Economist-ი იუწყებოდა.

პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ, გამოცემა Суспiльне-ს განუცხადა, რომ მსგავს თათბირში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი თათბირი არც ყოფილა.

არახამიას თანახმად, არანაირი არჩევნები არ მზადდება. მისივე თქმით, ყველა საპარლამენტო პარტია და ჯგუფი დაეთანხმა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ და ეს პოზიცია, პრინციპში, არ შეუცვლიათ.

31 მარტს გამოცემა The Economist-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, თათბირი ჩაატარა და განიხილებოდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ, ივლისში არჩევნების ჩატარების საკითხი.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტია 2019 წლის მაისიდან. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მაისში უნდა გამართულიყო.

უკრაინის ამჟამინდელი, მეცხრე მოწვევის პარლამენტი (ვერხოვნა რადა) 2019 წლის ივლისში ჩატარებული რიგგარეშე არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა. მომდევნო არჩევნები ხუთ წელიწადში, 2024 წელს უნდა გამართულიყო.

უკრაინა საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან, რომლის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნები არ ტარდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG