Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში უნგრეთს ეწვევა

ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში უნგრეთს ეწვევა


ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი. 19 ივლისი, 2019 წელი (არქივი)
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი. 19 ივლისი, 2019 წელი (არქივი)

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაპატიმრების საერთაშორისო ორდერია გაცემული.

მისმა ოფისმა გამოაცხადა, ნეთანიაჰუ იქ იქნება ოთხშაბათიდან კვირამდე და შეხვდება, სხვათა შორის, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანსაც.

შარშან ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გალანტის წინააღმდეგ ღაზის ომში მათი ქმედებების გამო.

მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ომის დანაშაული.

ორბანმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემისთანავე მოწვევა გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვიზიტისას ის არ იმოქმედებს.

უნგრეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და, შესაბამისად, ვალდებული იქნება შეასრულოს მისი გადაწყვეტილებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG