სააგენტო AP სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში დამატებით სამი ათასი სამხედრო გააგზავნა უკრაინაში ომში მონაწილეობისთვის.
სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თანახმად, რუსეთში ფხენიანი აგზავნის ასევე იარაღს, რაკეტებს, საარტილერიო დანადგარებსა და საბრძოლო მასალას.
ამ მარაგების მოცულობა ფრონტზე ვითარების შესაბამისად იცვლება.
რუსეთისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა მოიცავს მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს, 17-მილიმეტრიან თვითმავალ ჰაუბიცებს და ზალპური ცეცხლის 240-მილიმეტრიან რეაქტიულ დანადგარებს.
რუსეთში ჩრდილოეთმა კორეამ სულ 11 ათასი სამხედრო გაუშვა საომრად. ეს იყო მისი პირველი მონაწილეობა ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტში კორეის ომის (1950-1953 წლები) შემდეგ.
სამხრეთი კორეის მონაცემებით, მათგან ოთხი ათასი დაიღუპა ან დაიჭრა. მათ რიგებში მსხვერპლის დიდი რაოდენობა უკავშირდება თანამედროვე ომში საბრძოლო გამოცილების არქონას.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, რუსი მეთაურები მათ პირდაპირი იერიშებისას იყენებენ, არასაკმარისი საცეცხლო მხარდაჭერით.
უკრაინის სამხედროების თანახმად, კორეელმა ჯარისკაცებმა ფასეული გამოცილება შეიძინეს ამ ომში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კურსკის ოლქში ბრძოლების რუსეთის სტრატეგიაში.
ფორუმი