უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უარყო შეტევა რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში მდებარე გაზის გამზომ სადგურზე. ეს ობიექტი ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირების ქსელის ნაწილია.
უკრაინის გენშტაბმა დღეს, 21 მარტს, განაცხადა, რომ რუსეთი აძლიერებს უკრაინის დისკრედიტაციის კამპანიას და საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შესაყვანად ფეიკს ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, სუჯის სადგურს არაერთხელ დაარტყეს თავად რუსმა სამხედროებმა, მათ შორის მართვადი ავიაბომბებით ჯერ 2024 წლის ზაფხულში, ახლა კი - სამი დღის წინ.
ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალებმა სუჯის რაიონში გაზის გამზომ სადგურს დაარტყეს, 20 მარტს გაავრცელა ტელეგრამ-არხმა Mash-მა, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ მართულ არხად მიიჩნევა.
ფორუმი