Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კაცმა 25 ადამიანის ფეისბუკი გატეხა და მათს მეგობრებს თანხას სთხოვდა - პოლიცია

კაცმა 25 ადამიანის ფეისბუკი გატეხა და მათს მეგობრებს თანხას სთხოვდა - პოლიცია


პოლიციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 25 დაზარალებული მოქალაქე გამოავლინეს.
პოლიციაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 25 დაზარალებული მოქალაქე გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფეისბუკზე 25 ადამიანის კუთვნილ პირად ანგარიშებზე უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული ფეისბუკზე სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა - „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით“.

კერძოდ, შსს-ის თანახმად, ბრალდებული მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა ადამიანს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.

გამოძიების თანახმადვე, ბრალდებული ამ სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას დაეუფლა კიდეც.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 25 დაზარალებული მოქალაქე გამოავლინეს.

ბრალდებული, - ინიციალებით ი.ო., - დააკავეს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა.

მას ბრალად ედება „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG