Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"ტვ პირველის" ჟურნალისტები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

"ტვ პირველის" ჟურნალისტები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა


ჟურნალისტები ნანუკა ქაჯაია (მარცხნივ) და მარიამ გაფრინდაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში
ჟურნალისტები ნანუკა ქაჯაია (მარცხნივ) და მარიამ გაფრინდაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა "ტვ პირველის" ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.

მოსამართლემ ჟურნალისტებს სიტყვა არ დაასრულებინა, უთხრა, რომ პროცესის მხარეს არ წარმოადგენენ და არ აქვთ უფლება, ისაუბრონ. მან ჯერ შენიშვნა მისცა ჟურნალისტებს, შემდეგ კი დარბაზიდან გააძევა.

კანონით, პროცესის გაშუქების უპირატესობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. თუმცა ხშირად მაუწყებლები როლებს ინაწილებენ - ფოტოს სხვა იღებს და ვიდეოს სხვა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

მოსამართლემ ნანუკა ქაჯაია და მარიამ გაფრინდაშვილი სხომიდან გააძევა
please wait
მოსამართლემ ნანუკა ქაჯაია და მარიამ გაფრინდაშვილი სხომიდან გააძევა
  • Auto
  • 240p
  • 360p
  • 480p
  • 720p
  • 1080p

No media source currently available

0:00 1:14 0:00
  • Auto
  • 240p
  • 360p
  • 480p
  • 720p
  • 1080p

პირველად არ ხდება, რომ ფოტოგადაღების უფლების მოპოვება ჟურნალისტებისთვის მთელ რიგ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ონლაინმედიებს უკვე წლებია, ეს უფლება ჩამოერთვათ. ზოგ შემთხვევაში, ამ უფლების მოპოვება მოსამართლის კეთილ ნებაზეა ხოლმე დამოკიდებული.

სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა.

საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა 15 მარტს ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი.

მოსამართლემ გელა უძილაურს პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე თამარ მახარობლიძე 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ. მანამდე აკადემიური საქმიანობით იყო დაკავებული სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2015-2022 წლებში იგი იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის სპეციალისტი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG