Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
G7-ის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც მინისტრები დაამტკიცებენ

G7-ის დიპლომატებმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთობლივ განცხადებაზე, რომელსაც მინისტრები დაამტკიცებენ


დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლა მალბეში. 13 მარტი, 2025 წელი
დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ლა მალბეში. 13 მარტი, 2025 წელი

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების დიპლომატებმა 14 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი განცხადების ტექსტის გარშემო.

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების დიპლომატებმა 14 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს ერთობლივი განცხადების ტექსტზე, რომლის მიზანია ერთიანობის ჩვენება მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოკავშირეებსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის რამდენიმე კვირა უკვე დაძაბულობაა დასავლეთში ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკაში შემოტრიალების გამო, განაცხადა G7-ის სამმა ოფიციალურმა პირმა.

დიპლომატების თქმით, განცხადება, რომელიც მოიცავს გლობალურ გეოპოლიტიკურ საკითხებს, კვლავ საჭიროებს მინისტრების დამტკიცებას, სანამ ისინი 14 მარტს მოლაპარაკებებს დაასრულებენ.

G7-ის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან და აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან, შეიკრიბნენ კანადაში, ლა-მალბეში, კვებეკის მთებში მდებარე პატარა ტურისტულ ქალაქში. შეხვედრები 13 და 14 მარტისთვის იყო დაგეგმილი.

ამ ეტაპზე G7-ს კანადა თავმჯდომარეობს. ამ სტატუსით პირველი შეხვედრის წინ, საბოლოო შეთანხმებულ განცხადებაზე მუშაობა რთული აღმოჩნდა, ვინაიდან დავა იყო უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ ფრაზების გარშემო და ვაშინგტონის სურვილთან დაკავშირებით, რომ ჩინეთზე უფრო მკაცრი ფორმულირება გამოეყენებინათ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG