Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინამ დაიწყო ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა

უკრაინამ დაიწყო ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. პარიზი, 12 თებერვალი, 2025 წელი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა. პარიზი, 12 თებერვალი, 2025 წელი

Reuters-ი იტყობინება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას თანახმად, უკრაინამ დაიწყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა.

„უკვე დავიწყეთ სახელმწიფო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო მეთვალყურეობისთვის“, - თქვა სიბიჰამ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარს ამზადებს.

„ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს", - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG