Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ დაარტყა უკრაინას. ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესა იყო

რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ დაარტყა უკრაინას. ერთ-ერთი სამიზნე ისევ ოდესა იყო


უკრაინელი მეხანძრე ცეცხლს აქრობს ოდესაზე ერთ-ერთი ბოლო სარაკეტო იერიშის შემდეგ (საილუსტრაციო ფოტო).
უკრაინელი მეხანძრე ცეცხლს აქრობს ოდესაზე ერთ-ერთი ბოლო სარაკეტო იერიშის შემდეგ (საილუსტრაციო ფოტო).

რუსეთის არმიამ 11 მარტის ღამეს ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერ-М"-ითა და 126 დრონით მიაყენა დარტყმა უკრაინას. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს რაკეტისა და 79 დრონის განადგურება ხარკოვის, პოლტავისა, სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და კიდევ 5 ოლქის საზღვრებში.

რამდენიმე დრონმა შეძლო სამეურნეო და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება დონეცკის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.

კერძოდ, ქალაქ ოდესაში, რომელზედაც ბოლო ხანს რამდენიმე იერიში განხორციელდა, საავიაციო დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწვავ-საპოხი მასალების პუნქტს, ერთ-ერთ კერძო სახლსა და ბავშვთა სათამაშოების საწყობს.

რუსეთის არმია დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ბოლო ხანს რეგულარულად ახორციელებს იერიშებს ოდესის საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

31 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. ოფიციალური ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მფარველობაში არსებული ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG