Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად დაინიშნა დონალდ ტრამპის მცველი, რომელიც თავდასხმის დროს მას გადაეფარა

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის უფროსად დაინიშნა დონალდ ტრამპის მცველი, რომელიც თავდასხმის დროს მას გადაეფარა


დონალდ ტრამპი და შონ კარანი (მარჯვნივ) წინასაარჩევნო მიტინგის დროს, ბატლერში მომხდარი თავდასხმის მცდელობის შემდეგ
დონალდ ტრამპი და შონ კარანი (მარჯვნივ) წინასაარჩევნო მიტინგის დროს, ბატლერში მომხდარი თავდასხმის მცდელობის შემდეგ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ახალ უფროსად დაინიშნა აგენტი შონ კარანი, რომელიც დონალდ ტრამპს გადაეფარა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგზე მომხდარი თავდასხმის მცდელობის დროს. Fox News-ის ცნობით, 10 მარტს, საღამოს კარანმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ფიცი დადო.

როდესაც კარანს ფიცს ადებინებდა, აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ "მან საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლე გადაერჩინა". ეს ქმედება, ნოემის თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტის ერთგულებაზე მეტყველებს.

დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა წინასაარჩევნო შეხვედრის დროს 13 ივლისს, პენსილვანიაში მოხდა.

ადამიანი, რომელიც ტრამპის მოკვლას ცდილობდა, წარმოშობით პენსილვანიელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი აღმოჩნდა. სროლის შედეგად კრუქსმა აქციის ერთი მონაწილე მოკლა და ორი დაჭრა. თავად კრუქსი ადგილზე მოკლეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა.

დონალდ ტრამპს ტყვია მარჯვენა ყურში მოხვდა. როცა ის სცენიდან გაჰყავდათ და მანქანაში ჩაჯდომაში ეხმარებოდნენ, პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ხალხისკენ შებრუნდა, ჰაერში მუშტი მოიღერა და იძახდა "იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ! "

სროლა მოხდა რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, ყრილობისა, რომელზეც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებს.


შონ კარანი საიდუმლო სამსახურში 2001 წლიდან მუშაობს. ის პასუხისმგებელი იყო ტრამპის დაცვაზე მისი პირველი ვადის განმავლობაში და შემდეგაც. კარანს დაქვემდებარებაში 85 ადამიანი ჰყავდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG