გაზგამანაწილებელ კომპანია „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ გაზის მიწოდება მათი მიზეზით არ შეწყვეტილა - დაზიანდა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი მილსადენი.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ ხვალ დილიდან აღდგება გაზის მიწოდება“, - ამბობენ „სოკარ გაზი ჯორჯია“ პრესსამსახურში.
დამატებით ინფორმაცია ავრცელებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. მათი ცნობით, მილსადენზე აღმოჩენილი გაჟონვის გამო დილის 11:00 საათიდან დაიკეტა აჭარის კვანძზე არსებული ონკანები.
ბუნებრივი აირის მიწოდება ასევე შეუწყდათ:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცეცხლაური, აჭი და ოჩხამური.
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნატანები, წვერმაღალა, შეკვეთილი, კაპროვანი, ურეკი, ხრიალეთი, მოცვნარი, შრომა, ვაკე, ზემო ორმეთი, ლიხაური, გოგორეთი, დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი, ჭანიეთი, ხვარბეთი და ზედუბანი.
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გრიგოლეთი, სუფსა, ხიდმაღალა, ტაბანათი, ჩქუნი, ახალსოფელი, ღრმაღელე, ორმეთი, ომფარეთი, წყალწმინდა და ოხოჯური.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს“, - ამბობენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.
ფორუმი