Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს სამოცზე მეტი დრონით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს სამოცზე მეტი დრონით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი


დრონით თავდასხმის შედეგი მოსკოვის ოლქში
დრონით თავდასხმის შედეგი მოსკოვის ოლქში

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ათობით დრონით შეუტიეს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.

განახლება: დღის 09:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და სამი დაშავებულის შესახებ. ინფორმაცია მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა გაავრცელა. მოგვიანებით საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" კომპანია "მიროტორგიდან" შეატყობინეს, რომ დომოდედოვოში დაღუპული და ორი დაჭრილი მათი კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.

11:30 საათისთვის მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, საავადმყოფოში მიყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის დაღუპვის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულთა ოჯახებს 1 მილიონ რუბლს გადაუხდიან,

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამოცზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდნენ. მან ასევე დაადასტურა, დომოდედოვოს ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავის დაზიანება - ამ ადგილას დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

11 მარტს დილიდან მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებლები ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ, სადაც ასახულია დრონებით დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.

მოსკოვის ოლქში აფეთქებების ამსახველი არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა უკრაინული ტელეგრამის არხებზეც.

დრონის თავდასხმის გამო ჟუკოვსკის და დომოდედოვოს აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს, იტყობინება როსავიაცია.

მოსკოვის გარდა, უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შესახებ, ინფორმაცია გაავრცელეს რიაზანის მაცხოვრებლებმა, სავარაუდოდ დრონებით თავდასხმა განხორციელდა დიაგილევოს სამხედრო აეროდრომზე. რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა თავის Telegram-ში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების იერიში მოიგერიეს, მსხვერპლი არ ყოფილა, საცხოვრებელი კორპუსები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა.

უკრაინას მოსკოვზე დრონებით დღევანდელი თავდასხმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG