გადაწყვეტილება, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა არადემოკრატიულად შეაფასეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ექვემდებარება.
ჯორჯესკუს ათეულობით მხარდამჭერი დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბა და უსაფრთხოების კორდონის გარღვევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.
ჯორჯესკუმ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავისი კანდიდატურა პარასკევს, 7 მარტს შეიტანა, მაგრამ უკვე არსებობდა ეჭვი, რომ მას კენჭისყრის უფლებას არ მისცემდნენ.
რუმინეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები დეკემბერში, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე გააუქმა, მიზეზად კი არჩევნებში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა.
ნოემბერში გამართულ აწ უკვე გაუქმებულ პირველ ტურში ჯორჯესკუ მოულოდნელად პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში პროევროპელ კანდიდატს, ელენა ლასკონის, უნდა დაჰპირისპირებოდა.
კალინ ჯორჯესკუს მიმართ ამჟამად სისხლის სამართლის ექვსი საქმე მიმდინარეობს, მათ შორის ლაპარაკია ფაშისტური ორგანიზაციის წევრობაზე და კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
ფორუმი