Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა ანდღულაძე იხსენებს, როგორ დაესხნენ თავს


მიშა ანდღულაძე იხსენებს, როგორ დაესხნენ თავს
please wait

No media source currently available

0:00 0:09:37 0:00

7 მარტს, ქართველმა კომედიანტმა და სცენარისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მოითხოვა, ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმაში დაზარალებულად ცნობა და უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნა.

ის ამბობს, რომ მას საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც ემუქრებიან და აქვს განცდა, რომ მის სიცოცხლე საფრთხეშია არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ჰააგაში რესტორანთან, რომელშიც სთენდაფშოუს ატარებდა, მას დაახლოებით რვა ადამიანი ელოდა, ქართველები, რომლებმაც მიშა ანდღულაძეს პასუხი მოსთხოვეს მისი ერთ-ერთი რელიგიური შინაარსის ხუმრობის გამო.

ამ თავდასხმას ანდღულაძე დაგეგმილს უწოდებს, ამბობს, რომ მის მიმართ მუქარა დღეს არ დაწყებულა და რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მოგვითხრობს რა მოხდა ჰააგაში და როგორ გაგრძელდა მასზე შეტევა საქართველოში დაბრუნების შემდეგაც.

რადიო თავისუფლება პროკურატურასაც დაუკავშირდა - დავინტერესდით, რა რეაგირება მოჰყვება კომედიანტის საჩივარს, თუმცა ჯერ უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG