Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი

უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო, არის მსხვერპლი


5 მარტს, ღამით რუსული რაკეტა მოხვდა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ერთ-ერთ სასტუმროს
5 მარტს, ღამით რუსული რაკეტა მოხვდა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ერთ-ერთ სასტუმროს

სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევისას, რომელიც 5 მარტს, ღამიდან დაიწყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაცების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ კრივოი-როგში რუსული რაკეტა მოხვდა სასტუმროს 5-სართულიან შენობას. დაიღუპა, სულ მცირე, 2 და დაშავდა 28 ადამიანი.

დღეს, 6 მარტს გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ სუმიში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონი მოხვდა საწყობის შენობას, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ქალაქ ხარკოვში დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. ხარკოვის მერიის ინფორმაციით, დრონი კორპუსის ტექნიკურ სართულს მოხვდა. დაშავდა ორი ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG