Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს მტკვრიდან ამოტანილ ავტომობილში

ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს მტკვრიდან ამოტანილ ავტომობილში


მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს
მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიტანეს

დასრულდა მეტეხის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ამოტანის სამუშაოები. როგორც რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ავტომობილში ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს.

დღეს, 4 მარტს, თბილისში, მეტეხის ხიდიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

სამძებრო სამუშაოები ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG