Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ისრაელის ქალაქ ხაიფაში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ხაიფაში დანით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა


ისრაელის უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლებს გადააქვთ, როგორც იტყობინებიან, მოკლული თავდამსხმელის ცხედარი. ხაიფა, 3 მარტი, 2025.
ისრაელის უსაფრთხოებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლებს გადააქვთ, როგორც იტყობინებიან, მოკლული თავდამსხმელის ცხედარი. ხაიფა, 3 მარტი, 2025.

3 მარტს დილით ისრაელის ქალაქ ხაიფაში თავდასხმა მოხდა ავტობუსის გაჩერების მახლობლად. მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა მინიმუმ ოთხი. ამის შესახებ Times of Israel და Haaretz იტყობინებიან.

დაღუპულია 70 წლის მამაკაცი. დაჭრილთა შორის არიან ერთი მოზარდი, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამი მათგანის ჭრილობები სერიოზულია, წერს Times of Israel ექიმებზე დაყრდნობით.

როგორც პოლიცია იტყობინება, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. ასევე იტყობინებიან, რომ ბოროტმოქმედი შეიძლება ორი იყო, ერთი დანით, მეორე - ცეცხლსასროლი იარაღით.

პოლიციაში ინციდენტს ტერორისტული თავდასხმა უწოდეს და განაცხადეს, რომ მიმდინარეობს თავდამსხმელის ვინაობის დადგენა. ცნობილია, რომ ის ისრაელის მოქალაქე იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG