Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
"უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროპის ინტერესებშია" - ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი

"უკრაინის უსაფრთხოება მთელი ევროპის ინტერესებშია" - ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი


დიკ სხოოფი, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი
დიკ სხოოფი, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი

ნიდერლანდმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში, უკრაინის თაობაზე ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა.

"უკრაინის უსაფრთხოება ევროპის და, შესაბამისად, ნიდერლანდის ინტერესშია. ამიტომ შეკავშირებული ევროპა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - ნათქვამია ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ხოლო ასეთი უსაფრთხოებისათვის, სხოოფის აზრით, საჭიროა:

  • უკრაინის მხარდაჭერა, რაც მას საშუალებას მისცემდა მოლაპარაკება აწარმოოს უძლიერესი პოზიციიდან და ამით მიაღწიოს ხანგრძლივ მშვიდობას;
  • უსაფრთხოების საიმედო გარანტიების ევროპული გეგმა ჩვენი კონტინენტის, მათ შორის უკრაინის, დასაცავად და რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად;
  • ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე, მათ შორის ევროპული თავდაცვის გაძლიერებით;
  • აქ ასევე აუცილებელია კარგი ტრანსატლანტიკური ურთიერთობები.

2 მარტს ლონდონში გაიმართა სამიტი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებას მიეძღვნა.

ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნიდერლანდის, დანიის, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი. განხილვაში მონაწილეთა შორის იყვნენ ასევე არაევროპული სახელმწიფოს, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი. ლონდონის სამიტში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ისინი გულთბილად შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ, წინა დღით დაბრუნდა აშშ-დან.

ევროპელ ლიდერებთან ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა უკრაინის მხარდაჭერისკენ აშშ-საც მოუწოდა.
"ევროპამ უნდა გასწიოს მძიმე შრომა, მაგრამ ჩვენს კონტინენტზე მშვიდობის შესანარჩუნებლად და წარმატების მისაღწევად, ამ ძალისხმევას უნდა ჰქონდეს შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა", - თქვა სტარმერმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG