Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

ოკუპირებულ აფხაზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ბიულეტენების გადათვლის პროცესი ე.წ. აფხაზეთის საარჩევნო კომისიაში
ბიულეტენების გადათვლის პროცესი ე.წ. აფხაზეთის საარჩევნო კომისიაში

ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა დასრულდა. ყველა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო. "ეხო კავკაზას" ცნობით, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63% შეადგინა.

ე.წ. საუბნო კომისიების წევრებმა ხმების დათვლა დაიწყეს.

რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატი იყრის კენჭს - ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ - 36.92%.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG